ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა

ხანგრძლივობა:

11 თვე

პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა.
შეისწავლის პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების დიზაინს, ფუნქციონირებასა და ინტეგრაციას. მოიცავს კომპიუტერულ მედია აპლიკაციებსაც.

დასაქმების შესაძლებლობები:
ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერი პროფილის და ზომის ორგანიზაციაში. კურსდამთავრებულს აქვს თვითდასაქმების შესაძლებლობა.

დაშვების წინაპირობა: საბაზო ზოგადი განათლება

კურსდამთავრებულს შეუძლია:
უზრუნველყოს კომპიუტერის აპარატურული მხარდაჭერა (Hardware);
უზრუნველყოს კომპიუტერის პროგრამული მხარდაჭერა (Software);
იმუშაოს მობილურ, Linux და Windows Server ოპერაციულ სისტემებთან;
გამართოს პერიფერიული მოწყობილობები;
დაამონტაჟოს და გამართოს მცირე ზომის კომპიუტერული ქსელი;
დაამონტაჟოს და გამართოს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები;
უზრუნველყოს კომპიუტერულ სისტემებში გაუმართაობების იდენტიფიცირება / აღმოფხვრა;
უზრუნველყოს კომპიუტერული სისტემების მხარდაჭერა სამუშაო ადგილზე და დისტანციურ რეჟიმში.

სხვა პროგრამები:

ნამცხვრებისა და ტორტების ცხობა – დეკორატიული გაფორმება

პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით  მოამზადოს პირი, რომელიც შეძლებს   ნამცხვრებისა და ტორტების ცხობა/გაფორმებას ხილით, შოკოლადითა და მარცეპანით,  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის წესების...

მოდის ტექნოლოგია და დიზაინი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრი - მოდის ტექნოლოგ - დიზაინერი,, რომელიც მის მიერ შექმნილი ესკიზისა და კონსტრუქციული ნახაზის...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მეღვინის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას, ღვინის ტექნოლოგიური დამუშავებას შეძლებს სურსათის ხარისხისა და უვნებლობის რეგულაციების, შრომისა...

ელექტროობა

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის - ელექტრიკოსის მომზადება. ელექტროტექნიკა და ენერგია - შეისწავლის სამრეწველო და კომერციულ საწარმოებში,...

ლითონების შედუღება ინერტულ აირში (არგონში)

პროგრამა საშუალებას აძლევს პირებს, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაზე ისწავლიან ,გაეცნონ არგონული შედუღების ტექნოლოგიის თავისებურებს; ისწავლონ სამუშაო ნახაზის, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და ტექნოლოგიური რუკის წაკითხვა; შესასრულებელი სამუშაოს...