რატომ ბლექსი?

რატომ ბლექსი?

კოლეჯი “ბლექსი” პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების მსურველებს სთავაზობს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამებს, ბათუმის, ქედის და შუახევისა მისამართზე.

კოლეჯი ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს  მოდულური, დუალური და ინტეგრირებული სწავლების მიდგომით ტურიზმის, სამშენებლო, ინჟინერიის, აგრარულ  და ტექსტილის მიმართულებით

კოლეჯს გააჩნია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

საქმიანობა ხორციელდება კვალიფიციური, პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიული განათლების მასწავლებლების, კომპანიების ინსტრუქტორების, ადმინისტრაციული პერსონალისა და პროფესიული სტუდენტების კოორდინირებული თანამშრომლობით.

კოლეჯი “ბლექსი” პარტნიორ კომპანიებთან ერთად უზრუნველყოფს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კურსდამთავრებულთა დასაქმებას.

კოლეჯი თანამშრომლობს რეგიონში არსებულ დიდ, საშუალო და მცირე ზომის ორგანიზაციებთან (სასტუმროები, რესტორნები, სამშენებლო კომპანიები, სამკერვალო ფაბრიკები, სამკერვალო ატელიები, საჯარო დაწესებულებები და ა.შ.) ასევე, კოლეჯი თანამშრომლობს დონორ ორგანიზაციებთან.

პროფესიის დაუფლება შეგიძლიათ ნებისმიერ ასაკში

კოლეჯში სწავლას სახელმწიფო აფინანსებს

ადაპტირებულია სასწავლო გარემო შშმ და სსსმ პირებისთვის