კოლეჯი ბლექსი

ინკლუზიური პროფესიული განათლება

ინკლუზიური პროფესიული განათლება

კოლეჯში ბლექსი“ 2013 წლიდან მიმდინარეობს ინკლუზიური პროფესიული განათლება. სამიზნე ჯგუფი მოიცავს შშმ/სსსმ პირებს. სერვისის მიზანია სოციალური ინკლუზიის, ინდივიდის პიროვნული და პროფესიული  განვითარების ხელშეწყობა.

სერვისი მნიშვნელოვანია სსსმ/შშმ პირების კვალიფიკაციის მიღებისთვის, აკადემიური და პროფესიული უნარების გაძლიერებისთვის, მათი ინტეგრაციისა და სამომავლო დასაქმებისთვის.

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარეობს შშმ/სსსმ პირების უზრუნველყოფა სწავლისათვის საჭირო დამატებითი სპეციალისტების მომსახურებით და სხვადასხვა   მატერიალური რესურსით.

   ინკლუზიური პროფესიული განათლების პროცესში ჩართული მხარდამჭერი სპეციალისტები:

  • ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი
  • სასწავლო პროცესის ასისტენტი
  • ჟესტური ენის თარჯიმანი
  • მობილობა-ორიენტაციის ტრენერი
  • ინდივიდუალური ასისტენტი

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე კოლეჯში ჩაირიცხა 119 სსსმ პროფესიული სტუდენტი, სწავლა დაასრულა 105-მა პროფესიულმა სტუდენტმა.

   სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურები:

    • რეგისტრაცია vet.emis.ge
    • მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სსსმ პირის შეფასება
    • პრაქტიკული მოსინჯვა
    • პროგრამის არჩევა
    • დაწესებულებაში ჩარიცხვა

თანასწორი უფლებები = თანასწორი შესაძლებლობები!

არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის მიღმა!

ინკლუზიური სასწავლო გარემო შენთვის!