არაფორმალური განათლების აღიარება

2024  წელს  არაფორმალური განათლების აღიარება უკვე  11  პრიორიტეტულ პროფესიაზე იქნება შესაძლებელი:

  • კულინარიის ხელოვნება
  • კონდიტერია
  • სასტუმრო მომსახურება
  •  სარესტორნო მომსახურება
  • ელექტროობა
  • ინფორმაციის ტექნოლოგია
  • კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება,
  • შედუღება
  • სამკერვალო წარმოება
  • საავტომობილო გზების მშენებლობა

    მოსარგებელთა განაცხადის მიღების მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლოა დაემატოს სხვა პროფესიები. მაძიებლებმა უკვე შეუძლია მიმართონ აჭარის დასაქმების სააგენტოს რეგისტრაციისთვის

რა არის არაფორმალური განათლება?

 

არაფორმალური განათლება არის მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას.

არაფორმალური განათლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, რომლის დროსაც პიროვნებას არსებული რესურსებისა და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად (ტრენინგები, სემინარები, ოჯახი, მეზობლები, სამსახური და ა.შ.) უყალიბდება   უნარ-ჩვევები და ცოდნა. არაფორმალური განათლების აღიარება პირს აძლევს შესაძლებლობას მოახდინოს არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნის აღიარება, მიიღოს სრული კვალიფიკაცია (შესაბამისად სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან დააგროვოს კრედიტები კვალიფიკაციის სამომავლოდ მისაღებად.

რას გულისხმობს არაფორმალური განათლების აღიარება?

არაფორმალური განათლების აღიარების მიზანია არაფორმალური განათლების აღიარების მსურველი პირისთვის, ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება:

➢ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობისთვის;
➢ პიროვნული განვითარების ხელშეწყობისთვის;
➢ სწავლის გაგრძელების ხელშეწყობისთვის;
➢ კვალიფიკაციის მინიჭების ხელშეწყობისთვის;
➢ დასაქმების ხელშეწყობისთვის;
➢ კარიერული ზრდის ხელშეწყობისთვის;
➢ თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის.

არაფორმალური განათლების აღიარება ხორციელდება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში ან/და მოდულში ან/და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგ/ებ/ის შეფასების და დადასტურების გზით.

არაფორმალური განათლების აღიარება იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროფესიული მომზადება/პროფესიული გადამზადების პროგრამებზე, რომელთა განხორციელების უფლება მოპოვებული აქვს კოლეჯს და მოქმედებს მათი განხორციელების უფლების ვადით.

რა ეტაპებს მოიცავს არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი?

არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • მაძიებლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადებით მიმართვა;
  • მაძიებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • მაძიებლის შეფასება;
  • მაძიებლის განცხადების საპასუხო გადაწყვეტილების მიღება.

ვინ არიან არაფორმალური განათლების აღიარების პროცესში ძირითადი მონაწილე პირები?

სსიპ კოლეჯში „ბლექსი“ არაფორმალური განათლების აღიარების პროცესის ძირითადი მონაწილეებია:

  • დაინტერესებული პირი/მაძიებელი;
  • პირველად კონსულტაციაზე პასუხისმგებელი პირი;
  • არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტი;
  • აღიარების კომისიის წევრები;
  • საგამოცდო კომისიის წევრები (არსებობის შემთხვევაში);
  • სააპელაციო კომისიის წევრები (არსებობის შემთხვევაში);
  • დირექტორის მოადგილე;
  • კოლეჯის სხვა თანამშრომლები ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისად.

ვინ არის მაძიებელი?

პირი, რომელიც დაინტერესებულია არაფორმალური განათლების აღიარებით მოვიხსენიებთ როგორც „მაძიებელს“.  სსიპ კოლეჯში „ბლექსი“ არაფორმალური განათლების აღიარების მომსახურებით სარგებლობის უფლება აქვს ნებისმიერ  დაინტერესებული პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამით/მოდულით განსაზღვრულ დაშვების წინაპირობებს.

არაფორმალური განათლების აღიარებით შეიძლება დაინტერესდნენ:

➢ პირები, რომლებიც საგანმანათლებლო სისტემის გარკვეული პერიოდით მიტოვების შემდეგ კვლავ უბრუნდებიან განათლებას;
➢ უმუშევარი პირები, რომელთაც სჭირდებათ საკუთარი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების დემონსტრირება/დადასტურება დამსაქმებლებთან;
➢ პირები, რომელთაც არ გააჩნიათ ფორმალური კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
➢ პირები, რომლებმაც მიიღეს არაფორმალური განათლება სამუშაო ადგილზე და სხვა.

ვინ არის კონსულტანტი?

არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტი სამუშაოს ასრულებს სსიპ კოლეჯისგან „ბლექსი“ დამოუკიდებლად, პირადი პასუხისმგებლობით.

პირი, რომელსაც აქვს საჭირო ცოდნა და უნარები, რათა მაძიებელს გაუწიოს სათანადო კონსულტაცია საჭირო მტკიცებულებების შეგროვების/შექმნის შესახებ მოვიხსენიებთ როგორც „კონსულტანტს“. კონსულტანტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი (მენეჯერი, ხელმძღვანელი, მენტორი, გამოცდილი კოლეგა, მასწავლებელი ან ინსტრუქტორი). კონსულტანტი უნდა იყოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად სერტიფიცირებული პირი. კონსულტანტი უზრუნველყოფს მაძიებლის კონსულტირებას:

➢ არაფორმალური განათლების აღიარების მიზნების შესახებ;
➢ არაფორმალური განათლების აღიარებისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის, პროცედურების, ეტაპებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
➢ არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესახებ.

რა დოკუმენტი გაიცემა აღიარების საფუძველზე?

არაფორმალური განათლების აღიარების დადასტურების შესახებ ბრძანების საფუძველზე დაწესებულების მიერ, მაძიებლის სახელზე გაიცემა:

➢ მოდულით/მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში – სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი;
➢ მოდულით/მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების სრულად ვერ დადასტურების შემთხვევაში – ცნობა დადასტურებული სწავლის შედეგების შესახებ.

მაძიებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიღწევისთვის აუცილებელი სწავლის შედეგების სრულად დადასტურების შემთხვევაში დაწესებულება გასცემს კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს.

მაძიებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიღწევისთვის აუცილებელი სწავლის შედეგების ნაწილობრივ დადასტურების შემთხვევაში, დაწესებულება არ გასცემს კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს

რა დრო დასჭირდება გადაწყვეტილების მიღებას?

სსიპ კოლეჯში „ბლექსი“ არაფორმალური განათლების აღიარების მომსახურებით სარგებლობის ვადები შეზღუდული არ არის; პროცესი შესაძლებელია წარიმართოს საჭიროების დადგომისთანავე, აღიარების მსურველი პირის მიერ მომსახურებით სარგებლობით მომართვის შემთხვევაში. კოლეჯი იტოვებს უფლებას პარალელური წარმოებების თავიდან აცილების მიზნით, დაარეგულიროს მაძიებლის მიერ განაცხადების წარმოდგენის ვადები, არაუმეტეს სამი თვის დაყოვნებით.

სსიპ კოლეჯში „ბლექსი“ არაფორმალური განათლების აღიარების კონკრეტული პროცესის დაწყებისა და დასრულების საერთო ვადა არ აღემატება 3 თვეს.

არაფორმალური განათლების აღიარების მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი

არაფორმალური განათლების აღიარების მომსახურების ხარჯში შესაძლოა შედიოდეს:

კონსულტანტის მიერ წინასწარი კონსულტაციის გაწევა – 100 (ასი) ლარი;
განაცხადის განხილვა – 150 (ასორმოცდაათი) ლარი;

კონსულტანტის მომსახურება, აღიარების კომისიის მომსახურება, პროცესის ადმინისტრირება – არანაკლებ 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარი, (მაძიებლის მიერ საფასურის გადახდა ხორციელდება ინფორმირებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში);

საგამოცდო კომისიის წევრების მომსახურება, მატერიალური რესურსის ცვეთა და მასალა-ნედლეულის (გარდა იმ შემთხვევისა თუ დაკვირვება/გამოცდა ტარდება მაძიებლის სამუშაო ადგილზე) –  ხარჯი განისაზღვრება თითოეული მაძიებლის შემთხვევაში ინდივიდუალურად, საჭიროების შესაბამისად, გამოცდის სპეციფიკის, მატერიალური რესურსის ცვეთის/მასალა-ნედლეულის ხარჯის გათვალისწინებით.

საკანცელარიო ხარჯები, დიპლომის, სერტიფიკატის დამზადების ხარჯები – განისაზღვრება მიმდინარე წელს სსიპ კოლეჯის „ბლექსი“ მიერ შესაბამისი მომსახურების გამწევ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.

მომსახურების დაჩქარებული სახით სარგებლობის შემთხვევაში, მომსახურების საერთო საფასური ანგარიშდება ორმაგი ოდენობით.

მაძიებლის მიერ გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება.

არაფორმალური განათლების აღიარების თანხა შესაძლებელია ანაზღაურებულ იქნას სხვა ორგანიზაციის მიერ.