კოლეჯ „ბლექსის“ პროფესიული სტუდენტი ნიკა აბულაძე ენერგო-პრო ჯორჯია • Energo-Pro Georgia -ს სტიპენდიანტი გახდა. ნიკა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „ელექტროობაზე“ სწავლობს. ნიკა კომპანიამ რამდენიმე პროფესიულ სტუდენტს შორის შეარჩია. ნიკა ყოველთვიურად, სწავლის პერიოდში მიიღებს სტიპენდიას, ასევე მას ექნება შესაძლებლობა „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ სტაჟირება გაიაროს და დასაქმდეს. კოლეჯი „ბლექსი” და კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ წლებია აქტიურად სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით თანამშრომლობს.


