ხელით ელექტრო-რკალური შედუღება

ხანგრძლივობა:

14 კვირა

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს ან საქმიანობა განახორციელოს აღნიშნული მიმართულებით. მსმენელები შეისწავლიან ხელით ელექტრო-რკალურ შედუღებას, სამუშაო ნახაზის კითხვას და შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტაციის შედგენას. სწავლების, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული კურსი განხორციელდება კოლეჯში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.

სხვა პროგრამები:

ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მეღვინის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას, ღვინის ტექნოლოგიური დამუშავებას შეძლებს სურსათის ხარისხისა და უვნებლობის რეგულაციების, შრომისა...

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები

პროგრამის მიზანია, კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს შეიმუშაოს სამუშაოს ნეგატიური ასპექტებისგან დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მექანიზმი,...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მეღვინის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას, ღვინის ტექნოლოგიური დამუშავებას შეძლებს სურსათის ხარისხისა და უვნებლობის რეგულაციების, შრომისა...

ლითონების შედუღება ინერტულ აირში (არგონში)

პროგრამა საშუალებას აძლევს პირებს, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაზე ისწავლიან ,გაეცნონ არგონული შედუღების ტექნოლოგიის თავისებურებს; ისწავლონ სამუშაო ნახაზის, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და ტექნოლოგიური რუკის წაკითხვა; შესასრულებელი სამუშაოს...

ელექტროობა

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის - ელექტრიკოსის მომზადება. ელექტროტექნიკა და ენერგია - შეისწავლის სამრეწველო და კომერციულ საწარმოებში,...