ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა

ხანგრძლივობა:

11 თვე

პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა.
შეისწავლის პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების დიზაინს, ფუნქციონირებასა და ინტეგრაციას. მოიცავს კომპიუტერულ მედია აპლიკაციებსაც.

დასაქმების შესაძლებლობები:
ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერი პროფილის და ზომის ორგანიზაციაში. კურსდამთავრებულს აქვს თვითდასაქმების შესაძლებლობა.

დაშვების წინაპირობა: საბაზო ზოგადი განათლება

კურსდამთავრებულს შეუძლია:
უზრუნველყოს კომპიუტერის აპარატურული მხარდაჭერა (Hardware);
უზრუნველყოს კომპიუტერის პროგრამული მხარდაჭერა (Software);
იმუშაოს მობილურ, Linux და Windows Server ოპერაციულ სისტემებთან;
გამართოს პერიფერიული მოწყობილობები;
დაამონტაჟოს და გამართოს მცირე ზომის კომპიუტერული ქსელი;
დაამონტაჟოს და გამართოს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები;
უზრუნველყოს კომპიუტერულ სისტემებში გაუმართაობების იდენტიფიცირება / აღმოფხვრა;
უზრუნველყოს კომპიუტერული სისტემების მხარდაჭერა სამუშაო ადგილზე და დისტანციურ რეჟიმში.

სხვა პროგრამები:

კულინარიის ხელოვნება

პროგრამის მიზანია როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის მოამზადოს საკვები პროდუქტების კულინარიის სპეციალისტი, რომელიც შეძლებს სასტუმროს და რესტორნის სამზარეულოში მუშაობას კვების ჰიგიენის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა...

შედუღება

პროგრამის მიზანია მესამე დონის პროფესიული კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადება შედუღებაში, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანნი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. სწავლის შედეგები: კურსდამთავრებულს შეუძლია: შეადუღოს ლითონის ნაწილები...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

ელექტროობა

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის - ელექტრიკოსის მომზადება. ელექტროტექნიკა და ენერგია - შეისწავლის სამრეწველო და კომერციულ საწარმოებში,...

ხელით ელექტრო-რკალური შედუღება

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს ან საქმიანობა...

ვენახის გაშენება და მოვლა

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მევენახის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს ხარისხის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა...