კოლეჯ ,,ბლექსში’’ ჩასარიცხმა აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 01 ივლისიდან 09 ივლისის ჩათვლით
საბუთების მიღება: 09:30 საათიდან 17:00 საათამდე . საბუთები არ მიიღება დასვენების დღეებში (შაბათ-კვირა)
წარმოსადგენი დოკუმენტები:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი/დიპლომი) ასლი;
ცნობა განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევის შესახებ;
აპლიკანტმა, რომელმაც უცხოეთში/საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიაზე მიიღო განათლება, უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი
მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის/აღრიცხვიდან მოხსნის
დამადასტურებელი დოკუმენტი – 17 დან 27 წლამდე ასაკის პირები;
წარმომადგენლის მეშვეობით დოკუმენტაციის წარმოდგენისას (ასევე,
არასრულწლოვანი აპლიკანტის) წარმომადგენელმა დამატებით უნდა
წარმოადგინოს:
• საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• წარმომადგენლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი
• (აპლიკანტის დაბადების მოწმობა ან ნოტარიულად დადასტურებული
მინდობილობა);
შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე/მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის წარმომადგენელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
• საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• აპლიკანტის შეზღუდული ქმედუნარიანობის/მხარდაჭერის მიმღებად
ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• წარმომადგენლობის/მზრუნველობის/მხარდამჭერის უფლებამოსილების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტმა/აპლიკანტის
წარმომადგენელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
• ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა ცალკეულ
კლასში/სემესტრში ან საფეხურის ბოლო კლასში, დამოწმებულს
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სამუშაო ჯგუფის ან/და
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ხელმოწერებით;
• სენსორული (სმენის და მხედველობის) დარღვევის შემთხვევაში;
• აუდიოგრამას (სმენის დარღვევისას);
• ოფთალმოლოგის მიერ გაცემულ ცნობას (მხედველობის დარღვევისას);
• შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობას, ქცევითი და ემოციური აშლილობისას;
• წარმომადგენლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი
(აპლიკანტის დაბადების მოწმობა ან ნოტარიულად დადასტურებული
მინდობილობა) საჭიროების შემთხვევაში;
• კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).