კოლეჯების ,,ბლექსისა“ და ,,ახალი ტალღის“ ორგანიზებით პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში“ ჩატარდა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო კოლეჯები, პროფესიული განათლების მიმწოდებელი უმაღლესი სასწავლებლები და სპეციალური სტუმრები 4 ქვეყნიდან: გერმანია, საფრანგეთი, იტალია და უნგრეთი.

კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილმა და ქეთევან კობახიძემ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.
კონფერენცია დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
კონფერენცია მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე გლობალური ტენდენციების, ინოვაციებისა და გამოწვევების განხილვას, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარებას.


კონფერენცია მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან თემატურ პანელსა და პარალელურ სესიას მოიცავდა:
პანელური დისკუსია: „შრომის ბაზრის თანამედროვე ტენდენციები და პროფესიული განათლების სტრატეგია“.
I სესია- ციფრული ტრანსფორმაცია და პროფესიული განათლება -ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებზე საგანმანათლებლო პროცესში, დრონებსა და მიკროელექტროტექნიკაზე.
II სესია- მწვანე ეკონომიკა და პროფესიული განათლება
III სესია- პროფესიული განათლების მრავალფეროვნება, რბილ უნარები, მასწავლებლის ავტორიტეტის ტრანსფორმაცია და ინოვაციურ პრაქტიკები სხვადასხვა დარგში.


