გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. კოლეჯ ,,ბლექსის“ დირექტორმა და სასწავლებლის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებს ,,ბლექსის“ პროფესიული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
პროფესიული განათლების პროგრამა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს შესაძლებლობას აძლევს, სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ ახალ პროფესიებს, მიიღონ შესაბამისი ცოდნა და პროფესიული კუთხით დასაქმდნენ.
შეხვედრის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა გაცნობითი სახის პრეზენტაციები ჩაატარეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მიზანი-პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.


