კოლეჯ ,,ბლექსის” მშენებარე კამპუსი საქართველოს განათლების მინისტრმა დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მოადგილე ზვიად გაბისონიასთან და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად კოლეჯ ,,ბლექსის” მშენებარე კამპუსი დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში უკვე აშენებულია 560 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი შენობა შეკიდული ვიტრაჟული სისტემით, სადაც განთავსდება თეორიული და პრაქტიკული აუდიტორიები, ფაბლაბი, სტუდენტური სივრცე, შეხვედრების ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, არქივი, კაფეტერია, სამედიცინო კაბინეტი და სპორტული დარბაზი. პროექტით 50 სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებლიცაა გათვალისწინებული.
კოლეჯში დაგეგმილია 30 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება მომსახურებების, ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებებით.
მინისტრები ასევე სასწავლებლის ცენტრალურ კამპუსში იმყოფებოდნენ. სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს. გაეცნენ კოლეჯის ინფრასტრუქტურას. შეხვედრა გამართეს კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და სასწავლებლის ადმინისტრაციასთან.

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

სიახლე-ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის!

უკვე ცნობილია მეოთხე დონის პროფესიულ პროგრამაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში მესამე საგნად რომელი საგნები უნდა აირჩიოთ! თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ კოლეჯ ,,ბლექსში“ - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის...

ვაკანსია

პოზიციის დასახელება - სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტი ორგანიზაცია - სსიპ კოლეჯი "ბლექსი" მისამართი - ქედა, წერეთლის ქ. N4 განცხადების პერიოდი - 15.01.2026 – 31.01.2026 თანამდებობრივი სარგო...

აპლიკანტების საყურადღებოდ!

კოლეჯ ,,ბლექსში" რეგისტრირებული აპლიკანტების საყურადღებოდ მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 15 დეკემბერს გარემოს დაცვითი მონიტორინგი-10:00 ნარჩენების მართვა- 16:00 მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 16დეკემბერს საგანგებო სიტუაციების მართვა- 11:00 თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მ.ლერმონტოვის...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!