,,მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი“

ხანგრძლივობა:

,,მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი“

პროფესიული გადამზადების პროგრამა

ხანგრძლივობა 8 კვირა

პროგრამის აღწერა:

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია მინიმუმ სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს გამყოლად საქმიანობის ან დამოუკიდებლად მთიან აჭარაში საფეხმავლო ბილიკების დალაშქვრის პრაქტიკული გამოცდილება, დაინტერესებულია სათავგადასავლო ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართვით და პროფესიული, კარიერული განვითარებით. პროგრამის ფარგლებში პირს მიეცემა საშუალება მოკლე პერიოდში გაიუმჯობესოს ცოდნა, უნარები, დასაქმდეს ან დამოუკიდებლად განახორციელოს სალაშქრო გამყოლის საქმიანობა. პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევა უზრუნველყოფილია სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ კვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლების, ინსტრუქტორებისა და ა(ა)იპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებული ინსტრუქტორების მიერ. სწავლება მიმდინარეობს 8 კვირის მანძილზე, კვირაში 25- დან 40 – მდე საათობრივი დატვირთვით. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, როგორც დაწესებულებაში ასევე, ველურ ბუნებაში. შესაძლებელია პროგრამით გათვალისწინებული თეორიული კომპონენტის სწავლება განხორციელდეს დისტანციურად. პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენებზე (დანართით), რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები. პროგრამის დანართში მითითებული იქნება, რომ პროგრამა განხორციელებულია: სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“, ა(ა)იპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში. პროგრამის შემუშავების მხარდამჭერია ,,გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

პროგრამის მიზანი:

პროფესიული გადამზადების პროგრამა მიზნად ისახავს უპასუხოს აჭარაში სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით კვალიფიციურ კადრებზე არსებულ მოთხოვნას და გადაამზადოს მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლები. პროგრამის მიზანია კვალიფიცირებული კადრების მომზადებით აჭარაში სალაშქრო საგამყოლო საქმიანობის მომსახურების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა, ფორმალური განათლების ფარგლებში გამყოლთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება, რომელიც მათ ასევე, მისცემს შესაძლებლობას დაგეგმონ და განაგრძონ საკუთარი პროფესიული განვითარება სათავგადასავლო ტურიზმის  ფარგლებში. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული რამდენიმე სწავლის შედეგი თანხვედრაშია პროფესიული განათლების სისტემაში არსებულ ,,საფეხმავლო გამყოლის“ პროფესიული გადამზადების პროგრამასთან. შესაბამისად, კურსდამთავრებულს შეუძლია თავისი კომპეტენციების არეალის გაფართოების პროცესში, ფორმალური განათლების აღიარების ფარგლებში, დაიდასტუროს უკვე მიღწეული სწავლის შედეგები. პროგრამის მიზანს ასევე, წარმოადგენს აჭარაში სალაშქრო ბილიკების ქსელის განვითარების ხელშეწყობა და სფეროს პოპულარიზაცია.

სხვა პროგრამები:

ინფორმაციის ტექნოლოგია

პროგრამის მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროსთვის კონკურენტუნარიანი კადრის – პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების...

ელექტროობა

პროგრამის მიზანია დაბალი ძაბვის ელექტროობაში შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება.   სწავლის შედეგები: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში – პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია: • გაუწიოს დაზარალებულს პირველადი...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

ინფორმაციის ტექნოლოგია

პროგრამის მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროსთვის კონკურენტუნარიანი კადრის – პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების...

„ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:   საბაზო განათლება,18 წელი პროგრამის მოკლე აღწერა: პროფესიული მომზადების  პროგრამაზე - „ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“ სწავლა შეუძლია   საბაზო განათლების მქონე, 18...

ხელით ელექტრო-რკალური შედუღება

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს ან საქმიანობა...