ქართული დელეგაცია 64 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად საფრანგეთში, ქალაქ ლიონში მონაწილეობას იღებდა მსოფლიო უნარების კონკურსში worldskills. 1500 კონკურსანტ შორის იყო კოლეჯ ,,ბლექსის’’ პროფესიული სტუდენტი თამთა დევაძე, რომელიც კონდიტერიის მიმართულებით ცდიდა საკუთარ შესაძლებლობებს.
საქართველო სამი მიმართულებით იყო წარმოდგენილი: კონდიტერია, კულინარია და ვებ ტექნოლოგიები.კონდიტერია- თამთა დევაძე; კულინარია – ნინი შარუხაია; ვებ ტექნოლოგიები – საბა ავლოკაშვილი
სამივე კონკურსანტი wordskills GEORGIA-ს გამარჯვებულია. სწორა, ამ კონ კურსმა მოუტანა მათ საგზური საფრანგეთში გასამგზავრებლად. შეჯიბრი საქართველოში მოქმედი კოლეჯების პროფესიულ სტუდენტებს შორის გაიმართა. გამარჯვებულები გაემგზავრნენ ლიონში.
WORDLSKILLS თამთას რამდენიმე დავალება უნდა შეესრულებინა. ერთ-ერთი იყო კარამელის ქანდაკების მომზადება. დავალებათა შორის იყო შოკოლადი ბონბონერის მომზადება. თამთას რამდენიმე მენტორი ამზადებდა: კოლეჯ ,,ბლექსის“ კონდიტერიის პროგრამის ხელმძღვანელი და საკონდკიტრო ალუბლის შეფ-კონდიტრი ნათია მესხორაძე, კონდიტრები: ხათო ბაკურაძე და ალექსანდრე ქიტიაშვილი.