თორნიკე მარშანიშვილი

თორნიკე მარშანიშვილი – 20 წლის ქ. ლანჩხუთის მაცხოვრებელია. 2017 წელს დაამთავრა კოლეჯის ,,ბლექსი“ ბართენდერის მოდულური პროგრამა, სწავლების პერიოდში დაიწყო მუშაობა კაფე-ბარში ,,პრივეტ იზ ბატუმა“ და დღეს მათი თანამშრომელია. იგი სწავლების პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონკურსებში. იყო სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრი, გამოირჩეოდა უდიდესი შრომისმოყვარეობით, თავაზიანობითა და პასუხისმგებლობით. თორნიკე ,,ბართენდერის“ მოდულურ პროგრამაზე სწავლების პერიოდში პრაქტიკულ უნარებთან ერთად ზოგად კომპეტენციებსაც დაეუფლა. საკუთარი ინიციატივით გაიარა გასაუბრება კაფე – ბარის მენეჯერთან და შეძლო მისი დარწმუნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი იყო, შეძენილი ჰქონდა ისეთი პრატიკული უნარები, რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევდა. ,,მიხარია, რომ არჩევანი სსიპ კოლეჯზე ,,ბლექსი“ გავაკეთე. ჩემი მეგობრებისგან ვიცოდი, რომ კოლეჯში საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების პედაგოგები და კარგი ატმოსფერო იყო, კოლეჯის შეთავაზებული პირობებით და სწავლების ხარსიხით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. კოლეჯმა ბევრი რამ მასწავლა, კარგი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება წამოვიღე მათგან, დღეს დასაქმებულიც ვარ, ჩემს საყვარელ საქმიანობას ვემსახურები და ვდილობ დავიცვა ბართენდერი წესები: ბარში მოსული სტუმარი – შენი სტუმარია, იმიტომ, რომ შენ თითოეულის მეგობარი ხარ, შენზეა დამოკიდებული მათი გუნება – განწყობილება, შენ ქმნი ბარში მეგობრულ და თბილ ატმოსფეროს, შენ ზრუნავ მოსულ სტუმარზე, რომ მოგვიანებით დაბრუნდეს სახლში ოდნავ უფრო ბედნიერი, სანამ შენთან მოვიდოდა. შენ ზრუნავ ბარის რენტაბელურობაზე – ეს ხომ შენი შემოსავალიცაა. შენ თუ მუშაობისას სიამოვნებას ღებულობ, დრო ისე გაირბენს, რომ ვერც კი მიხვდები, რომ სამუშაო საათები ამოიწურა და ბარის დაკეტვის დროც დადგა.“

წარმატებული სტუდენტები:

ანა ჩხატარაშილი

"კოლეჯი "ბლექსი" მრავალფეროვანი სასწავლო გარემო და განვითარების ფართო არეალი"- ანა ჩხატარაშვილი, კოლეჯ "ბლექსის" წარმატებული კურსდამთავრებული ანა ინტეგრირებული პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულია. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "სასტუმრო...

ნაი კაკაბაძე

კოლეჯის „ბლექსი“ კურსდამთავრებული – ნაი კაკაბაძე ახალგაზრდა ბათუმელი მეწარმეა, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ხელსაქმით იყო გატაცებული. ნაი ფრანგული ენა და ლიტერატურის სპეციალისტია. თუმცა, მას არასდროს...

ბოლო სიახლეები

დასაქმების ფორუმი

,,ბლექსელების" საყურადღებოდ! 2 აპრილს, 13:00 საათზე სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმში (ე. ნინოშვილის ქ. N-1) გაიმართება დასაქმების ფორუმი. ჯამში ვაკანტური ადგილი 80- მდე პოზიცია სხვადასხვა ობიექტში: სასტუმრო „რადისონ...

,,მერისელები’’ ,,ბლექსელებს’’ გვსტუმრობდნენ

სოფელ მერისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კოლეჯ ,,ბლექსის’’ ქედის მისამართზე კოლეჯის ლაბორატორიები დაათვალიერეს, სწავლების პრაქტიკულ პროცესში ჩაერთნენ და პროფესიული განათლების უპირატესობებზე მიიღეს ინფორმაცია.

Images from Hundreds of PCs & Control Systems Available

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...