ნაი კაკაბაძე

კოლეჯის „ბლექსი“ კურსდამთავრებული – ნაი კაკაბაძე ახალგაზრდა ბათუმელი მეწარმეა, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ხელსაქმით იყო გატაცებული. ნაი ფრანგული ენა და ლიტერატურის სპეციალისტია. თუმცა, მას არასდროს დაუკარგავს სურვილი თავისი გატაცება პროფესიულ საქმიანობად ექცია. ??? მეგობრის საშუალებით ნაიმ კოლეჯის შესახებ გაიგო და გადაწყვიტა „სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის“ პროგრამაზე ჩაებარებინა, თავისი ცოდნისა და უნარების გაღრმავების მიზნით. ? ??თავდაპირველად პროდუქციას თავისთვის და მეგობრებისთვის ამზადებდა, შემდგომ უკვე გარშემომყოფთა აღიარებამ მოტივაცია მისცა დაეწყო მის მიერ შექმნილი პროდუქციის გაყიდვა. დღეს ნაის აქვს სახელოსნო/სალონი და შოურუმი. მის ძირითად მიმართულებას ქალისა და მამაკაცის აქსესუარების დამზადება წარმოადგენდა, თუმცა კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ გააფართოვა საქმიანობის სფერო და ტანისამოსის შექმნაც დაიწყო. ? პანდემიის პერიოდში, როგორც ყველა მეწარმე, ნაიც დადგა გამოწვევის წინაშე. მაგრამ მას საქმიანობა არ შეუწყვეტია, გააგრძელა პროდუქციის შექმნა და ფეისბუქ გვერდის საშუალებით მისი რეალიზება. ??როგორც ნაი აღნიშნავს, კოლეჯმა მისი ცოდნა აკადემიური გახადა, რაც აისახა მის საქმიანობაზე. სწავლის პერიოდში გაიუმჯობესა პრაქტიკული უნარები, გახდა თავდაჯერებული და დამოუკიდებელი. ? „მადლობა მინდა გადავუხადო პროფესიული განათლების ყველა მასწავლებელს, რომლებიც თავდაუდაუზოგადავად ცდილობდნენ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მოეცათ ჩვენთვის, რომლებიც ყოველდღიურად გვარწმუნებდნენ, რომ შეგვეძლო მიზნის მიღწევა და მაქსიმალურად გვეხმარებოდნენ პროფესიულ ზრდაში. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიის დაუფლება და შემდგომში დასაქმება, გამოიყენონ ეს შანსი, რადგან კოლეჯი სრულად იძლევა საშუალებას, თუნდაც სრულიად ახალდამწყებმა, სწავლის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლოს პროდუქციის შექნა და მისი შემდგომში რეალიზება“. ? კოლეჯი “ბლექსი” წარმატებებს უსურვებს NAI KAKABADZEს

წარმატებული სტუდენტები:

ჯემალ გურგენიძე-კურსდამთავრებული

გაგაცნობთ კოელეჯ ,,ბლექსის” კურსდამთავრებულს ჯემალ გურგენიძეს  ჯემალმა კოლეჯ ,,ბლექსის”  შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ტექნოლოგიების” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 2 წლის წინ  დაასრულა.  სწავლის პარალელურად დასაქმებული...

 ნიკოლოზ ქამაშიძეს

ნიკოლოზი კოლეჯის კურსდამთავრებული და მოქმედი პროფესიული სტუდენტია. დაასრულა პროფესიული მომზადების პროგრამა ,,კერძების მომზადების ტექნოლოგია’’ და ამჟამად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,კულინარიის ხელოვნება“ სწავლობს. ნიკოლოზი კოლეჯში სწავლისას...

ბოლო სიახლეები

საერთაშორისო კონფერენციის პირველი დღე

პროფესიული განათლების მასწავლებელთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია „გლობალური ჰორიზონტები პროფესიულ განათლებაში: შემოქმედებითობა, თემი და ინტერნაციონალიზაცია“ კონფერენციის პირველი დღის თემები: • პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია ნათია იმნაძე - სსიპ კოლეჯის...

Virtual Reality Could Change Game Streaming Systems Forever

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...

Meet the Next Big Thing for Ultimate Confort in Smart Homes

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...