ნიკოლოზ ქამაშიძეს

ნიკოლოზი კოლეჯის კურსდამთავრებული და მოქმედი პროფესიული სტუდენტია. დაასრულა პროფესიული მომზადების პროგრამა ,,კერძების მომზადების ტექნოლოგია’’ და ამჟამად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,კულინარიის ხელოვნება“ სწავლობს.
ნიკოლოზი კოლეჯში სწავლისას დასაქმდა. ამჟამად კოლეჯიდან სტაჟირებაზე პროფესიული უნარების სააგენტოს და ERASMUS + პროგრამის ფარგლებში უნგრეთში, ბუდაპეშტში იმყოფება.
,,სასერტიფიკატო პროგრამაზე სწავლა ძალიან პროდუქტიული იყო. შესაბამისად, სურვილი გამიჩნდა სწავლების შემდეგ ეტაპზე გადავსულიყავი. რომ რომ არა კოლეჯი ,,ბლექსი’’ მე არ მექნებოდა განვითარების საშუალება ოპტიმალურ დროში, არ მექნებოდა ცოდნა, შესაძლებლობები და შანსები რასაც კოლეჯში სწავლა მაძლევს.
ნიკოლოზ ქამაშიძე ამბობს, რომ მზარეულის პროფესია შრომის ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. ,,კარგი ანაზღაურება დამოკიდებულია ცოდნის ხარისხზე. ,,ბლექსი“ არის შესაძლებლობის ფართო არეალი და განვითარების საოცარი პლატფორმა.“ ,,ბლექსიში“ მიღებული ცოდნით ვახერხებ სამუშაოს მაღალ ხარისხში შესრულებას”
ნიკოლოზის სამომავლო გეგმებშია კულინარიის მიმართულებით საფრანგეთში სწავლის გაგრძელება. ,, ბავშვობიდან რესტორნის გახსნაზე ვოცნებობდი. ძალიან მინდა სწავლის საფრანგეთში გაგრძელება, კვალიფიკაციის ამაღლება გასტრონომიის უსასრულო სამყაროში“.

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

კოლეჯში ჩასარიცხ აპლიკანტების საყურადღებოდ!

ჩასარიცხმა აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 3 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით. წარმოსადგენი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მინიმუმ საბაზო (9 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ( ატესტატი;...

აპლიკანტების საყურადღებოდ!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდის/ მოტივაციური გასაუბრების შედეგები vet.emis.ge-ზე, თქვენს საგამოცდო ბარათზე უკვე ასახულია თუ ერთზე მეტ პროფესიაზე ხართ დარეგისტრირებული აუცილებელია, მონიშვნა გააკეთოთ იმ პროფესიულ პროგრამაზე,...

კულინარიული თავგადასავალი-შუალედური შეფასება

კულინარიის ხელოვნების (დუალური პროგრამა) პროფესიული სტუდენტებისთვის შუალედური შეფასება ჩატარდა. პროფესიულ სტუდენტებს კომისია აფასებდა. ზემოთ გაგიზიარეთ რამდენიმე პროფესიული სტუდენტის რამდენიმე ნამუშევარი. ხემსის გარდა პროფესიულ სტუდენტებს ძირითად8ი კერძიც უნდა...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!