კონკურსი აგროსტიპენდიის გაცემის მიზნით

აგროსტიპენდიის მიღების მიზნით, კოლეჯი ,,ბლექსი” აცხადებს კონკურსს მეფუტკრეობის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

კონკურსში მონაწილე პროფესიული სტუდენტის შეფასების კრიტერიუმებია:
ა) პროექტის შემუშავება/წარდგენა
ბ) პროფესიული სტუდენტის სასწავლო აქტივობა.

პროფესიული სტუდენტის სასწავლო აქტივობა შეფასდება პროფესიული განათლების მასწავლებლისა და ინსტრუქტორის მიერ გაცემული რეკომენდაციის, პროფესიულ მოდულებში პროფესიული სტუდენტის განმავითარებელი შეფასებისა და სასწავლო პროცესზე პროფესიული სტუდენტის დასწრების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 08.06.2025

დეტალებთან დაკავშირებით დაუკავშირდით 577 614 446

აგროსტიპენდია გაიცემა „ბლექსსა“ და სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

საგაზაფხულო რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. კურსდამთავრებულისთვის გაიცემა დიპლომი. კოლეჯ ,,ბლექსში" პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა უფასოა. დღეიდან 29 მაისის ჩათვლით წინასწარი რეგისტრაცია შეგიძლიათ...

სიახლე-ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის!

უკვე ცნობილია მეოთხე დონის პროფესიულ პროგრამაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში მესამე საგნად რომელი საგნები უნდა აირჩიოთ! თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ კოლეჯ ,,ბლექსში“ - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის...

ვაკანსია

პოზიციის დასახელება - სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტი ორგანიზაცია - სსიპ კოლეჯი "ბლექსი" მისამართი - ქედა, წერეთლის ქ. N4 განცხადების პერიოდი - 15.01.2026 – 31.01.2026 თანამდებობრივი სარგო...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!