ჯემალ გურგენიძე-კურსდამთავრებული

გაგაცნობთ კოელეჯ ,,ბლექსის” კურსდამთავრებულს ჯემალ გურგენიძეს 

ჯემალმა კოლეჯ ,,ბლექსის”  შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ტექნოლოგიების” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 2 წლის წინ  დაასრულა.  სწავლის პარალელურად დასაქმებული იყო სასტუმრო ორბი ჯგუფში-დაცვის სამსახურში. ამჟამად სასტუმრო ლე მერიდიანში, დაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობს. პარალელურად  პროფესიული კავშირების, აჭარის რესპუბლიკურ  გაერთიანებაში, შრომის უსაფრთხოების სოციალურ-ეკონომიკურ და სამეურნეო საკითხებში. ,,სურვილი მქონდა ვყოფილიყავი  კვალიფიციური კადრი, რომელიც შეძლებდა შეემუშავებინა  სამუშაოს ნეგატიური ასპექტებისგან დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მექანიზმს , შექმნიდა პირობებს ჯანსაღი და ღირსეული საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფდა შრომის დაცვითი ღონისძიებების დანერგვასა და მართვას,”– ამბობს ჯემალ გურგენიძე  

იხსენებს კოლეჯში სწავლის პერიოდს. ,,კოლეჯ ,,ბლექსში”  კვალიფიციური და მაღალი დონის განათლება მივიღე.  აჭარაში პირველი დაწესებულებაა,  სადაც შეძლებთ იმ ცოდნის და გამოცდილების მიღებას რაც თქვენ  გსურთ,”-ამბობს გურგენიძე  

 ჯემალი დარგში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და სამომავლო გეგმებსაც გვიზიარებს: ,,მინდა უფრო განვითარდე ამ მიმართულებით და ჩემი  წვლილი შევიტანო, სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა  დაცვის მექანიზმში.’’ 

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

შეხვედრები ბიზნეს სექტორთან

კოლეჯი ,,ბლექსი", გარემოსდაცვითი მიმართულებით პროფესიული მომზადების პროგრამებზე, მიმდინარე რეგისტრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას განაგრძობს. ამჯერად, ექსპო ბათუმი 2025 წლის ფარგლებში, კომპანიებს გავაცანით პროგრამები. ბათუმი სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა...

ღია კარის დღე კოლეჯ ,,ბლექსში”

გარემოსდაცვითი მიმართულებით პროფესიული მომზადების პროგრამებზე, მიმდინარე რეგისტრაციის შესახებ დაინტერესებულ საზოგადოების დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ.   შეხვედრას საჯარო, კერძო სექტორის წარმომადგენლები და პროფესიული პროგრამებით დაინტერსებული ადამიანები ესწრებოდნენ. რეგისტრაცია მიმდინარეობს...

5 ქვეყნის წარმომაგენელი კოლეჯში

კოლეჯ ,,ბლექსში“ Erasmus + პროექტის ფარგლებში, 5 ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა- იტალია, გერმანია, ბელგია, მოლდოვა, საბერძნეთი. შეხვედრებს ონლაინ ესწრებოდნენ უკრაინის წარმომადგენლები. პროექტი ითვალისწინებს პროფესიულ სტუდენტებს შორის სასწავლო...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!