აპლიკანტების საყურადღებოდ- საბუთების მიღება იწყება

📣ჩასარიცხმა აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 04 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით

🗂 წარმოსადგენი დოკუმენტები:

✅ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

✅ პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ( ატესტატი; დიპლომი) ასლი, ცნობა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის შესახებ;

✅წვევამდელის ასაკს მიღწეული აპლიკანტი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) ვალდებულია წარმოადგინოს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი

✅შედუღების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტმა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის შესახებ ცნობა (ფორმა N100)

✅არასრულწლოვნის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:

საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი;

საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა)

✅აპლიკანტმა, რომელმაც უცხოეთში/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღო განათლება, უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი მიღებული განათლების აღიარების შესახებ

📝სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი/აპლიკანტის წარმომადგენელი, ასევე წარმოადგენს:

ა) ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა ცალკეულ კლასში/სემესტრში ან საფეხურის ბოლო კლასში, დამოწმებულს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სამუშაო ჯგუფის ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ხელმოწერებით;

ბ) სენსორული (სმენის და მხედველობის) დარღვევის შემთხვევაში:

ბ.ა) აუდიოგრამას (სმენის დარღვევისას);

ბ.ბ) ოფთალმოლოგის მიერ გაცემულ ცნობას (მხედველობის დარღვევისას);

გ) შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობას, ქცევითი და ემოციური აშლილობისას;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

აპლიკანტთა საყურადღებოდ!

კოლეჯ ,,ბლექსში" პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები" რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ! გილოცავთ, ვინც უკვე გადალახეთ გამოცდის პირველი ეტაპი- ტესტირება გამოცდის მეორე ეტაპი- მოტივაციური გასაუბრება...

აპლიკანტთა ტესტირება

კოლეჯ ,,ბლექსში" პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები" რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ! 2025 წელს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირება რაოდენობრივ წიგნიერებაში 12...

საერთაშორისო კონფერენციის მეორე დღე

პროფესიული განათლების მასწავლებელთა მეორე საერთაშორისო კონფერენციის მეორე დღის თემები: • AI ინსტრუმენტები პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის გურამ დავითლიძე - გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის პროფესიული განათლების მასწავლებელი; პროფესიული...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!