თორნიკე მარშანიშვილი

თორნიკე მარშანიშვილი – 20 წლის ქ. ლანჩხუთის მაცხოვრებელია. 2017 წელს დაამთავრა კოლეჯის ,,ბლექსი“ ბართენდერის მოდულური პროგრამა, სწავლების პერიოდში დაიწყო მუშაობა კაფე-ბარში ,,პრივეტ იზ ბატუმა“ და დღეს მათი თანამშრომელია. იგი სწავლების პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონკურსებში. იყო სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრი, გამოირჩეოდა უდიდესი შრომისმოყვარეობით, თავაზიანობითა და პასუხისმგებლობით. თორნიკე ,,ბართენდერის“ მოდულურ პროგრამაზე სწავლების პერიოდში პრაქტიკულ უნარებთან ერთად ზოგად კომპეტენციებსაც დაეუფლა. საკუთარი ინიციატივით გაიარა გასაუბრება კაფე – ბარის მენეჯერთან და შეძლო მისი დარწმუნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი იყო, შეძენილი ჰქონდა ისეთი პრატიკული უნარები, რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევდა. ,,მიხარია, რომ არჩევანი სსიპ კოლეჯზე ,,ბლექსი“ გავაკეთე. ჩემი მეგობრებისგან ვიცოდი, რომ კოლეჯში საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების პედაგოგები და კარგი ატმოსფერო იყო, კოლეჯის შეთავაზებული პირობებით და სწავლების ხარსიხით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. კოლეჯმა ბევრი რამ მასწავლა, კარგი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება წამოვიღე მათგან, დღეს დასაქმებულიც ვარ, ჩემს საყვარელ საქმიანობას ვემსახურები და ვდილობ დავიცვა ბართენდერი წესები: ბარში მოსული სტუმარი – შენი სტუმარია, იმიტომ, რომ შენ თითოეულის მეგობარი ხარ, შენზეა დამოკიდებული მათი გუნება – განწყობილება, შენ ქმნი ბარში მეგობრულ და თბილ ატმოსფეროს, შენ ზრუნავ მოსულ სტუმარზე, რომ მოგვიანებით დაბრუნდეს სახლში ოდნავ უფრო ბედნიერი, სანამ შენთან მოვიდოდა. შენ ზრუნავ ბარის რენტაბელურობაზე – ეს ხომ შენი შემოსავალიცაა. შენ თუ მუშაობისას სიამოვნებას ღებულობ, დრო ისე გაირბენს, რომ ვერც კი მიხვდები, რომ სამუშაო საათები ამოიწურა და ბარის დაკეტვის დროც დადგა.“

წარმატებული სტუდენტები:

სალიხ დავითაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულ სალიხ დავითაძეს სალიხი კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „შედუღება“ შუახევის მისამართზე 7 თვის განმავლობაში სწავლობდა. ახლა გემზე შემდუღებლად მუშაობს. ინტერვიუც მისი გემზე...

სალიხ დავითაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულ სალიხ დავითაძეს. სალიხი კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „შედუღება“ შუახევის მისამართზე 7 თვის განმავლობაში სწავლობდა. ახლა გემზე შემდუღებლად მუშაობს. კურსდამთავრებული ქედაში სოფელ...

ბოლო სიახლეები

Your Instagram Could Soon Start to Make You Big Money

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...

სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

რეგისტრაცია იწყება! 22 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით კოლეჯი „ბლექსი“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციას აცხადებს. სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ პორტალზე: https://vet.emis.ge/# კოლეჯი “ბლექსი” პროფესიული განათლების მიღებისა...

განათლების საერთაშორისო დღე

განათლების საერთაშორისო დღის 2025 წლის თემა ხელოვნური ინტელექტია. გაეროს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტიერეშის თქმით, ხელოვნური ინელექტის გამოყენება მნიშვნელოვანია, მაგრამ მან არ უნდა ჩაანაცვლოს სწავლის...