მარიამ ჭაღალიძე

? ვაგრძელებთ რუბრიკას „წარმატებული კურსდამთავრებული“ და წარმოგიდგენთ მზარეულის პროგრამის?‍? კურსდამთავრებულ მარიამ ჭაღალიძეს. მარიამი სულ რაღაც 1️⃣9️⃣ წლისაა და უკვე სასტუმრო ჰილტონ ბათუმის – commis chef-ია. ➡️იგი 2017 წელს შემოუერთდა ბლექსის დიდ ოჯახს და დაიწყო სწავლა მზარეულის პროგრამაზე. ➡️„იყო მომენტი როცა არჩევანის წინაშე დავდექი, ვიყავი აბიტურიენტი და ჩემს ირგვლივ ყველა ელოდებოდა უმაღლეს სასწავლებელში ჩემს სტუდენტობას.?‍? თუმცა, ბაზრის მოთხოვნისა და მოკლე პერიოდში დასაქმების უპირობო პერსპექტივის გამო გადავწყვიტე კოლეჯში ჩაბარება“. ➡️მარიამი სწავლის პერიოდში გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და სხვადასხვა აქტიობებში ჩართულობით. იღებდა მონაწილეობას კოლეჯის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, ფესტივალებსა და კონფერენციებში. ➡️პრაქტიკის შემდეგ კარიერაში პირველი ნაბიჯები – “პიაცაპაბსა” და “ლა ბრიოშში” გადადგა. მტკიცე ხასიათით, შრომისმოყვარეობითა, მიზანდასახულობით იკვლევდა გზას და არ უშინდებოდა დაბრკოლებებს, სწორედ ამიტომ საკუთარი თავისგან იმაზე მეტი მიიღო რასაც ელოდა და მომავალში უფრო მეტის მოლოდინით აგრძელებს ცოდნის გაღრმავებას. ➡️„მომავალ სტუდენტებს ვეტყოდი: კოლეჯი იძლევა წინსვლისა და წარმატების საშუალებას. მთავარია მოინდომოთ. წარმატება თავისით არ მოდის, შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის რომ საკუთარი თავი გააუმჯობესო და წარმატებაც თავისით გიპოვის“.

წარმატებული სტუდენტები:

სულიკო მახარაძე

2016 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ ბუღალტერიის სპეციალობა, 2017 წელს კი მზარეულის სპეციალობას დაეუფლა. ,,თავიდან დიდი სურვილი მქონდა ბუღალტერიის სპეციალობაზე მესწავლა. მართალია ავისრულე ოცნება,...

სალიხ დავითაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულ სალიხ დავითაძეს. სალიხი კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „შედუღება“ შუახევის მისამართზე 7 თვის განმავლობაში სწავლობდა. ახლა გემზე შემდუღებლად მუშაობს. კურსდამთავრებული ქედაში სოფელ...

ბოლო სიახლეები

აპლიკანტების საყურადღებოდ- გაეცანით მოტივაციური გასაუბრების თარიღებს

იხილეთ პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებზე მოტივაციური გასაუბრების თარიღები ბათუმის მისამართი: კომპიუტერული ქსელი და სისტემები- 30.05.2024 ელექტროობა - 04.06.2024 სასტუმრო მომსახურება -05.06.2024 კულინარიის ხელოვნება- 06. 06.2024 და 07.06.2024 კონდიტერია-12. 06.2024 სამკერვალო წარმოება-14. 06.2024 შუახევის...

კოლეჯ ,,ბლექსში’’ მეორადი მიღებისას ჩასარიცხ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

  ?დოკუმენტაციია წარდგენის  ბოლო ვადა: 13 ნოემბერი წარსადგენი დოკუმენტები: ✅ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ✅ საბაზო და ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე - მინიმუმ ზოგადი საბაზო (9 კლასი) განათლების...

აწყურის ბანაკის თავგადასავალი

აწყურის ბანაკის თავგადასავალი გრძელდება... ამჯერად ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკის „ნიამორების ფერმაში“ ლაშქრობა მოაწყვეს, მოამზადეს მინი-ვიდეოები პრინციპის დაცვით „არ დატოვო კვალი“. ,,ფენიქსელებმა" მოაწყვეს „დიდი თამაში“,...