მარიამ ჭაღალიძე

? ვაგრძელებთ რუბრიკას „წარმატებული კურსდამთავრებული“ და წარმოგიდგენთ მზარეულის პროგრამის?‍? კურსდამთავრებულ მარიამ ჭაღალიძეს. მარიამი სულ რაღაც 1️⃣9️⃣ წლისაა და უკვე სასტუმრო ჰილტონ ბათუმის – commis chef-ია. ➡️იგი 2017 წელს შემოუერთდა ბლექსის დიდ ოჯახს და დაიწყო სწავლა მზარეულის პროგრამაზე. ➡️„იყო მომენტი როცა არჩევანის წინაშე დავდექი, ვიყავი აბიტურიენტი და ჩემს ირგვლივ ყველა ელოდებოდა უმაღლეს სასწავლებელში ჩემს სტუდენტობას.?‍? თუმცა, ბაზრის მოთხოვნისა და მოკლე პერიოდში დასაქმების უპირობო პერსპექტივის გამო გადავწყვიტე კოლეჯში ჩაბარება“. ➡️მარიამი სწავლის პერიოდში გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და სხვადასხვა აქტიობებში ჩართულობით. იღებდა მონაწილეობას კოლეჯის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, ფესტივალებსა და კონფერენციებში. ➡️პრაქტიკის შემდეგ კარიერაში პირველი ნაბიჯები – “პიაცაპაბსა” და “ლა ბრიოშში” გადადგა. მტკიცე ხასიათით, შრომისმოყვარეობითა, მიზანდასახულობით იკვლევდა გზას და არ უშინდებოდა დაბრკოლებებს, სწორედ ამიტომ საკუთარი თავისგან იმაზე მეტი მიიღო რასაც ელოდა და მომავალში უფრო მეტის მოლოდინით აგრძელებს ცოდნის გაღრმავებას. ➡️„მომავალ სტუდენტებს ვეტყოდი: კოლეჯი იძლევა წინსვლისა და წარმატების საშუალებას. მთავარია მოინდომოთ. წარმატება თავისით არ მოდის, შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის რომ საკუთარი თავი გააუმჯობესო და წარმატებაც თავისით გიპოვის“.

წარმატებული სტუდენტები:

ნინო აბაშიძე

??ნინო აბაშიძე „სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის“ პროგრამის კურსდამთავრებულია. მან, 34 წლის ასაკში, მეუღლის რჩევით გადაწყვიტა შეეცვალა პროფესია და ჩაებარებინა კოლეჯში. მისი მეულღე ალექსი ჩარიევი, ასევე...

დათუნა მიქაუტაძე

გაიცანით კოლეჯ "ბლექსის" წარმატებული კურსდამთავრებული. დათუნა მიქაუტაძე - კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებული დათუნა მიქაუტაძე- კოლეჯ „ბლექსის“ შუახევის მისამართზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე- „შედუღება“ სწავლობდა. ამჟამად საფრანგეთის ერთ-ერთ...

ბოლო სიახლეები

კოლეჯი “ბლექსის” მორიგი გამარჯვება

„2023 წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა‘‘ გამარჯვებული  გახდა კოლეჯი  ,,ბლექსის“ მიერ წარდგენილი პროექტი ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით. ჯილდო კოლეჯს პროექტის ,,მაღალმთიან აჭარაში პროფესიული განათლების ...

კოლეჯ ,,ბლექსში” რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

პროფესიულ პროგრამებზე მოტივაციური გასაუბრების თარიღები ცნობილია. ბათუმის მისამართი: კულინარიის ხელოვნება (მოდულური) 4-5 ივნისი ელექტროობა - 6 ივნისი ინფორმაციის ტექნოლოგია- 11 ივნისი ქედის მისამართი ინფორმაციის ტექნოლოგია- 12 ივნისი შუახევის...

Ghost Racer Wants to Be the Most Ambitious Car Game

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...