ბარმენთა საერთაშორისო დღე მასტერკლასით აღინიშნა კოლეჯ „ბლექსიში“. კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელმა ცეზარ დიასამიძემ პროფესიული სტუდენტებისთვის 200 წლიანი ისტორიის მქონე კოქტეილი „ვისკი საუერი“ მოამზადა. შეხვედრისას ისაუბრა ბარმენის პროფესიის ისტორიასა და მნიშვნელობაზე. წლების განმავლობაში კოლეჯი ახორციელებს მომზადების პროგრამას „ბარის ორგანიზება და ფუნქციონირება“, რომლის ხანგრძლივობა 9 კვირაა.


