WorldSkills Georgia-ს ,,ბლექსელების’’ სამი საპრიზო ადგილი

 

WorldSkills Georgia 2023 ეროვნული კონკურსის სამი საპრიზო ადგილი კოლეჯ „ბლექსიმ“ მოიპვა.  კონდიტერიის მიმართულებით პირველი ადგილი კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტმა თამთა დევაძემ დაიკავა. იგი საფრანგეთში 2024 წელს, ქალაქ ლიონში, WorldSkills WORLD-ზე გაემგზავრება.

კულინარის მიმართულებით მეორე ადგილი ლაშა წოწონავამ (წარმდგენი Batumi Redisson Blue) ,  მესამე ადგილი კი  ლუკა აბაშიძემ დაიკავა. გამარჯვებულთა  მენტორები პროფესიული განათლების მასწავლებლები: მამუკა მელაძე, ნათია მესხორაძე, კესო დონაძე.

კონკურსი კულინარიის, კონდიტერიისა და ვებტექნოლოგიების მიმართულებებს მოიცავდა და მასში 21-წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, კურსდამთავრებულები და კომპანიებში დასაქმებული და თვითდასაქმებული პირები.

კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი მასშტაბური კონკურსების ჩატარება, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და გაეცნონ თანამედროვე მიღწევებსა და გამოგონებებს. მან ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საქართველოს კონკურსში გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ WorldSkills-ის რიგით 47-ე საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც 2024 წელის 10-15 სექტემბერს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გაიმართება.

WorldSkills Georgia განათლების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება.

WorldSkills-ის კონკურსს საფუძველი 1946 წელს ჩაეყარა. პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსი 85 ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანია განსაკუთრებული უნარების მქონე ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შესაძლებლობების აღიარება.

საქართველო WorldSkills-ს 2012 წელს შეუერთდა და ასევე არის WorldSkills International-ის წევრი – საქართველოს გუნდმა სამჯერ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებაში.

WorldSkills International-ის მისიაა ხელი შეუწყოს მსოფლიოში პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებას, პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და ამ კუთხით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

5 ქვეყნის წარმომაგენელი კოლეჯში

კოლეჯ ,,ბლექსში“ Erasmus + პროექტის ფარგლებში, 5 ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა- იტალია, გერმანია, ბელგია, მოლდოვა, საბერძნეთი. შეხვედრებს ონლაინ ესწრებოდნენ უკრაინის წარმომადგენლები. პროექტი ითვალისწინებს პროფესიულ სტუდენტებს შორის სასწავლო...

კოლეჯ ,,ბლექსის” მშენებარე კამპუსი საქართველოს განათლების მინისტრმა დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მოადგილე ზვიად გაბისონიასთან და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად კოლეჯ ,,ბლექსის" მშენებარე კამპუსი...

საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე კოლეჯ ,,ბლექსში”

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი კოლეჯ ,,ბლექსში" იმყოფებოდნენ. სასწავლო ლაბორატორიები...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!