განახლებადი ენერგიის სფეროში კადრებს კოლეჯი “ბლექსი” გადაამზადებს

განახლებადი ენერგიის სფეროში სამუშაო ძალის განვითარება და ენერგეტიკის სექტორში კადრების მომზადების შესახებ ახალი ორწლიანი პროექტი იწყებაკოლეჯი „ბლექსი“ პროექტის მონაწილე ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, პროექტს შუახევის მისამართზე განვახორციელებთ . პროექტს „განახლებადი ენერგიის სფეროში სამუშაო ძალის განვითარება“, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციასთან (GREDA) პარტნიორობით განახორციელებს .

პროექტი  USAID-ის   პროგრამა “დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის” მხარდაჭერით განხორციელდება. თანამშრომლობის მემორანდუმს მხარეებს შორის ყაზბეგში, დარიალი ჰესსზე მოეწერა.

ორწლიანი პროგრამა ორი სასწავლო პროფესიული პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას ითვალისწინებს:  ჰიდროელექტროსადგურის ოპერატორის მოსამზადებელი სასწავლო ტრენინგ პროგრამა;მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟის კურსი.პროექტის დასრულების შემდეგ, 33 კვალიფიციური ტრენერი შეძლებს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით , ხოლო პროგრამის პირველ ეტაპზე 250 მსურველი გადამზადდება საქართველოს 8 რეგიონში. პროექტის განხორციელებაში 8 ენერგეტიკული კომპანია და 8 პროფესიული კოლეჯი იქნება ჩართული. პროექტის ჯამური ბიუჯეტი, დაახლოებით, 1 მლნ აშშ დოლარია და იგი 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. 2025 წლის ბოლომდე, ორივე პროგრამაზე 250 სტუდენტი გადამზადდება, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ, ჯამში 1300 სტუდენტი.

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

5 ქვეყნის წარმომაგენელი კოლეჯში

კოლეჯ ,,ბლექსში“ Erasmus + პროექტის ფარგლებში, 5 ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა- იტალია, გერმანია, ბელგია, მოლდოვა, საბერძნეთი. შეხვედრებს ონლაინ ესწრებოდნენ უკრაინის წარმომადგენლები. პროექტი ითვალისწინებს პროფესიულ სტუდენტებს შორის სასწავლო...

კოლეჯ ,,ბლექსის” მშენებარე კამპუსი საქართველოს განათლების მინისტრმა დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მოადგილე ზვიად გაბისონიასთან და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად კოლეჯ ,,ბლექსის" მშენებარე კამპუსი...

საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე კოლეჯ ,,ბლექსში”

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი კოლეჯ ,,ბლექსში" იმყოფებოდნენ. სასწავლო ლაბორატორიები...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!