ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება

ხანგრძლივობა:

18 კვირა

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მეღვინის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას, ღვინის ტექნოლოგიური დამუშავებას შეძლებს სურსათის ხარისხისა და უვნებლობის რეგულაციების, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა შეძლოს მარანში/მეღვინეობის ქარხანაში მუშაობა – ყურძნის ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრა, საღვინე ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა – დეზინფექცია, ყურძნის გადამუშავება და ღვინის ჩამოყალიბება, ღვინის დავარგება, მოვლა და ხარისხის კონტროლი, ღვინის სარეალიზაციოდ მომზადება და ღვინის დეგუსტაციის ორგანიზება.

კურსდამთავრებულს შეუძლია:

-ყურძნის ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა;
-ღვინის ხარისხის და უვნებლობის დაცვა;
-ყურძნის გადამუშავება, ტკბილის ალკოჰოლური დუღილი და ღვინის ჩამოყალიბება;
-სხვადასხვა ტექნოლოგიებით ღვინის დამზადება, დავარგება, მოვლა და ხარისხის კონტროლი;
-ღვინის სარეალიზაციოდ მომზადება;
-ღვინის დეგუსტაციის ორგანიზება.

სხვა პროგრამები:

,,მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი“

,,მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი“ პროფესიული გადამზადების პროგრამა ხანგრძლივობა 8 კვირა პროგრამის აღწერა: პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია მინიმუმ სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს გამყოლად საქმიანობის...

მოდის ტექნოლოგია და დიზაინი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრი - მოდის ტექნოლოგ - დიზაინერი,, რომელიც მის მიერ შექმნილი ესკიზისა და კონსტრუქციული ნახაზის...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

ხელით ელექტრო-რკალური შედუღება

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს ან საქმიანობა...

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა

პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ...

ელექტროობა

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის - ელექტრიკოსის მომზადება. ელექტროტექნიკა და ენერგია - შეისწავლის სამრეწველო და კომერციულ საწარმოებში,...