სასტუმროს მომსახურება

ხანგრძლივობა:

დუალური-ინტეგრირებული 2 წელი

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის სასტუმრო საქმის სპეციალისტების მომზადება.
დასაქმების შესაძლებლობები:
სასტუმრო საქმის სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს საოჯახო ტიპისა და მცირე ტიპის სასტუმროს მმართველად, ან ნებისმიერი ტიპის სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში (რესტორნით და რესტორნის გარეშე) მიღება-განთავსების, ჯავშნებისა და სამეურნეო განყოფილების სპეციალისტად.

დაშვების წინაპირობა: ინტეგრირებულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობა-საბაზო განათლება;
დუალურ პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება.

კურსდამთავრებულს შეუძლია:
უზრუნველყოს სასტუმროს პერსონალისა და ადმინისტრაციული პროცესების წარმართვა;
უზრუნველყოს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურები;
უზრუნველყოს დასუფთავების მომსახურება;
უზრუნველყოს კვებისა და სასმელების მომსახურება;
უზრუნველყოს გაყიდვებისა და მარტივი მარკეტინგული საქმიანობის წარმართვა;
უზრუნველყოს სასტუმროს უსაფრთხოება;
უზრუნველყოს სასტუმროს პრობლემური სიტუაციების მართვა;
უზრუნველყოს სასტუმროს მარაგებისა და შესყიდვების კონტროლი.

სხვა პროგრამები:

ხელით ელექტრო-რკალური შედუღება

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს ან საქმიანობა...

ქალის ტანსაცმლის კონსტრუირება, მოდელირება, კერვა

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია სამკერვალო წარმოებისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ მოდის ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ქალის ტანსაცმლის კონსტრუირებას, მოდელირებას და კერვას. კურსდამთავრებულს...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

„ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:   საბაზო განათლება,18 წელი პროგრამის მოკლე აღწერა: პროფესიული მომზადების  პროგრამაზე - „ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“ სწავლა შეუძლია   საბაზო განათლების მქონე, 18...

შედუღება

პროგრამის მიზანია მესამე დონის პროფესიული კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადება შედუღებაში, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანნი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. სწავლის შედეგები: კურსდამთავრებულს შეუძლია: შეადუღოს ლითონის ნაწილები...

ლითონების შედუღება ინერტულ აირში (არგონში)

პროგრამა საშუალებას აძლევს პირებს, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაზე ისწავლიან ,გაეცნონ არგონული შედუღების ტექნოლოგიის თავისებურებს; ისწავლონ სამუშაო ნახაზის, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და ტექნოლოგიური რუკის წაკითხვა; შესასრულებელი სამუშაოს...