კოლეჯი ბლექსი
ინკლუზიური პროფესიული განათლება
ინკლუზიური პროფესიული განათლება
კოლეჯში “ბლექსი“ 2013 წლიდან მიმდინარეობს ინკლუზიური პროფესიული განათლება. სამიზნე ჯგუფი მოიცავს შშმ/სსსმ პირებს. სერვისის მიზანია სოციალური ინკლუზიის, ინდივიდის პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
სერვისი მნიშვნელოვანია სსსმ/შშმ პირების კვალიფიკაციის მიღებისთვის, აკადემიური და პროფესიული უნარების გაძლიერებისთვის, მათი ინტეგრაციისა და სამომავლო დასაქმებისთვის.
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარეობს შშმ/სსსმ პირების უზრუნველყოფა სწავლისათვის საჭირო დამატებითი სპეციალისტების მომსახურებით და სხვადასხვა მატერიალური რესურსით.
ინკლუზიური პროფესიული განათლების პროცესში ჩართული მხარდამჭერი სპეციალისტები:
- ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი
- სასწავლო პროცესის ასისტენტი
- ჟესტური ენის თარჯიმანი
- მობილობა-ორიენტაციის ტრენერი
- ინდივიდუალური ასისტენტი
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე კოლეჯში ჩაირიცხა 119 სსსმ პროფესიული სტუდენტი, სწავლა დაასრულა 105-მა პროფესიულმა სტუდენტმა.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურები:
-
- რეგისტრაცია vet.emis.ge
- მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სსსმ პირის შეფასება
- პრაქტიკული მოსინჯვა
- პროგრამის არჩევა
- დაწესებულებაში ჩარიცხვა