საავტომობილო გზების მშენებლობა

ხანგრძლივობა:

24 თვე

პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები საგზაო მშენებლობაში, რომლებიც შეძლებენ საავტომობილო გზების მშენებლობას, მომსახურებას, არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვას, რემონტს, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას.

სწავლის შედეგები:

საგზაო მშენებლობაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს კონცენტრაციისთვის „საავტომობილო გზების მშენებლობა“ შეუძლია:
• მართოს ინფორმაცია პროფესიის შესახებ;
• აღწეროს კონკრეტულ პროფესიაში ორგანიზაციული მოწყობის ძირითადი პრინციპები;
• დასახოს და განახორციელოს პროფესიული ზრდისა და განვითარების კონკრეტული მიზნები;
• შეარჩიოს სამშენებლო მასალები, ხელსაწყო – იარაღები და ინვენტარი;
• შეამოწმოს საგზაო საფარის მოწყობისთვის მიწის ვაკისის მზადყოფნა;
• შეასრულოს სამუშაო უბანზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
• შეასრულოს სამუშაო უბანზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
• შეასრულოს სამუშაო უბანზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები;
• მართოს საგზაო მასალების ნარჩენები;
• გამოავლინოს არსებული საავტომობილო გზების დაზიანებული უბნები;
• მონაწილეობა მიიღოს საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეზღუდვის პროცესში;
• შეაკეთოს საავტომობილო გზების სამოსის დაზიანებული უბანი;
• გაუშვას ექსპლუატაციაში შეკეთებული უბანი.

დასაქმების შესაძლებლობები:

საავტომობილო გზების მშენებლობის მიმართულების გავლის შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებული იქნება გზების მშენებლობასთან, რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციასთან.

 

სხვა პროგრამები:

კომპიუტერული ქსელი და სისტემები

პროგრამის მიზანი – კომპიუტერულ ქსელისა და სისტემების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კომპიუტერული ქსელისა და სისტემების კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს კომპიუტერის აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფის, მცირე...

კონდიტერია

პროგრამის მიზანია მოამზადოს კონდიტერიის სპეციალისტი, რომელიც შეძლებს სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმის მომზადებას სანიტარულ – ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით. სწავლის შედეგები:  • მოამზადოს სხვადასხვა...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

ლითონების შედუღება ინერტულ აირში (არგონში)

პროგრამა საშუალებას აძლევს პირებს, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაზე ისწავლიან ,გაეცნონ არგონული შედუღების ტექნოლოგიის თავისებურებს; ისწავლონ სამუშაო ნახაზის, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და ტექნოლოგიური რუკის წაკითხვა; შესასრულებელი სამუშაოს...

ხელით ელექტრო-რკალური შედუღება

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს ან საქმიანობა...

ელექტროობა

პროგრამის მიზანია დაბალი ძაბვის ელექტროობაში შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება.   სწავლის შედეგები: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში – პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია: • გაუწიოს დაზარალებულს პირველადი...