გაგაცნობთ კოლეჯ ,,ბლექსის“ კურსდამთავრებულ ელექტრიკოსს მეგი კახიძეს. მეგი კახიძემ კოლეჯში ,,ბლექსი“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ,,ელექტროობა“ პროფესიული სტუდენტი იყო. სწავლის დასრულების შემდეგ მეგიმ მუშაობა მისი პროფესიით დაიწყო კომპანიაში ,,ელ სტარ“ და პარალელურად კოლეჯში პროფესიული განათლების მასწავლებლად დაბრუნდა.
მეგი, გოგო მრავალი პროფესიით და მისი პროფესიული ისტორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაბარებით იწყება. ორ წლის შემდეგ ამ მიმართულებით სწავლა შეწყვიტა ,,გადავწყვიტე საკუთარი თავი და ჩემთვის კომფორტული პროფესია მეპოვა“-ამბობს მეგი კახიძე. მეგიმ ბედი არაერთ პროფესიაში სცადა. იყო მოლარე, ბარმენი, ჯარისკაცი, ავეჯის ხელოსანი და სხვა. ,, ბავშვობიდან მიტაცებდა და ყოველთვის მინდოდა ტატუს ხატვა. 2018 წელს შევიძინე ტატუს პირველი აპარატი, მოგვიანებით კი თბილისში გავიარე ტატუს ხატვის პროფესიული კურსი და სერტიფიცირებული ტატუ არტისტი გავხდი.
მეგი სერტიფიცირებული და პროფესიონალი ბარმენია. ,, ეს არ არის ის რისი კეთებაც მენდომებოდა მთელი ცხოვრება“- გვიყვება მეგი კახიძეშემდეგ იყო ხელოსნად მუშაობა ავეჯის სახელოსნოში, სადაც მიხვდა რომ იქ საკუთარ შესაძლებლობებს სრულად ვერ გამოიყენებდა და პერსპექტივაც ნაკლები იყო. ამის შემდეგ გადაწყვიტა ბავშვობის საოცნებო პროფესიაში ეცადა ბედი ,,სკოლის მოსწავლე ვიყავი ჩემ ძმასთან ერთდ ტატუს აპარატი რომ ავაწყვე. ყოველთვის მაინტერესებდა რა როგორ მუშაობდა. ვცდილობდი სახლში შემეკეთებინა როზეტი, ჩამრთველი, გადამყვანი და ასე შემდეგ. ტექნოლოგიები ვითარდება და იმდენი სიახლე ინერგება შეუძლებელია ეს სფერო არ გაინტერსებდეს.“- ამბობს მეგი კახიძეელექტრიკოსი გვიყვება რომ კოლეჯმა მას სწავლა უფასოდ მრავალფეროვნ პროფესიებზე შესთავაზა, ასევე შესაძლებლობა სწავლის პარალელურად დასაქმების. ,,კოლეჯი „ბლექსი“ იძლევა შესაძლებლობას მაღალ დონეზე დაეუფლო სხვადასხვა პროფესიას და იპოვო შენთვის საინტერესო საქმიანობა. სწავლის დასაწყისში ცოტა უცნაურად მეჩვენებოდა ის ფაქტი რომ უფასოდ რაიმე პროფესიის კარგად შესწავლა იყო შესაძლებელი, მაგრამ სწავლის პროცესში დავინახე, როგორი მონდომებული იყო კოლეჯის თითოეული წარმომადგენელი რომ პროფესიულ სტუდენტებს კვალიფიციური განათლება მიგვეღო“ – ამბობს მეგი კახიძე
მეგის გეგმებშია პროფესიული განვითარება ,, მინდა დავუმტკიცო საზოგადოებას რომ „კაცური“ საქმე შეიძლება ქალმაც გააკეთოს და თან საუკეთესოდ. მინდა ვიყო პროფესიონალი, ვინც ერთ ადამიანს მაინც მისცემს მოტივაციას რომ თავის ოცნებაზე უარი არ თქვას“- ამბობს კოლეჯ ,,ბლექსის“ კურსდამთავრებული ელექტრიკოსი მეგი კახიძე.