ნიკა ბაკურიძე

გაგაცნობთ კოლეჯ ,,ბლექსის” წარმატებულ კურსდამთავრებულ ნიკა (ნიკოლას) ბაკურიძეს. ნიკა ,,კულინარიის ხელოვნების” პროფესიულ პროგრამაზე სწავლობდა. სწავლის პარალელურად დასაქმებული იყო სხვადასხვა ორგანიზაციაში. ამჟამად მისი სამუშაო ადგილი ,,ფიროსმანი ექსპრესია”.
კულინარიის სიყვარული ნიკასთვის ბავშობიდან იწყება. ,, მიყვარდა კერძების მომზადება და ექსპერიმენტები ჩატარება. როცა ვხედავდი, როგორ უხაროდათ ჩემი მომზადებული კერძების მირთმევა, მივხვდი, რომ ეს ის საქმეა, რაც მახარებს და მინდა პროფესიონალი გავხდე,”-ამბობს ნიკა.
მისთვის კულინარია ხელოვნებაა ,, განსხვავებული ინგრედიენტების შერწყმა, გემოს თამაში და კერძებით ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭება– ეს მაძლევს დიდ მოტივაციას,”- გვითხრა ნიკოლას ბაკურიძემ,
კოლეჯის შესახებ სასწავლებლის კურსდამთავრებულებიდან და კულინარიის სფეროში დასაქმებულებისგან გაიგო. მიაჩნია, რომ ,,ბლექსიში” მეგობრული გარემოა ,,ადგილი სადაც შეგიძლია განვითარდე. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ,,ბლექსი’’ იქნებოდა იდეალური ადგილი ჩემი პროფესიული გზის დასაწყებად”,- ამბობს ნიკოლასი.
დიდი გეგმები აქვს- საკუთარი რესტორნის გახსნა. ,,ისეთი ადგილი მინდა შევქმნა, სადაც ადამიანები მენიუთი და ატმოსფეროთი გემრიელ ემოციებს მიიღებენ. მინდა ჩემთან მოსულმა ადამიანებმა თითოეულ კერძში ჩემი შრომა, სიყვარული და შემოქმედება იგრძნონ.“- ამბობს ნიკა ბაკურიძე

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

აპლიკანტების საყურადღებოდ!

კოლეჯ ,,ბლექსში" რეგისტრირებული აპლიკანტების საყურადღებოდ მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 15 დეკემბერს გარემოს დაცვითი მონიტორინგი-10:00 ნარჩენების მართვა- 16:00 მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 16დეკემბერს საგანგებო სიტუაციების მართვა- 11:00 თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მ.ლერმონტოვის...

კერძების მომზადების ტექნოლოგია-რეგისტრაცია

14 კვირაში გახდი მზარეული- პროფესიული მომზადების პროგრამაზე ,,კერძების მომზადების ტექნოლოგიაზე რეგისტრაცია იწყება". სწავლა უფასოა. რეგისტრაციის პერიოდი: 10/12/2025-15/01/2026 რეგისტრაცია გაიარეთ საიტზე: https://vet.ge/ ან დაგვიკაშვირდით: 593467170

მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი-რეგისტრაცია

აჭარის მთების დასალაშქრად რეგისტრაცია გადამზადების პროგრამაზე ,,მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი’’ დაიწყო. გადამზადება 8 კვირაში. ხულო, ქედა, შუახევი და ქობულეთი - სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, როგორც დაწესებულებაში...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!