სულიკო მახარაძე

2016 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ ბუღალტერიის სპეციალობა, 2017 წელს კი მზარეულის სპეციალობას დაეუფლა. ,,თავიდან დიდი სურვილი მქონდა ბუღალტერიის სპეციალობაზე მესწავლა. მართალია ავისრულე ოცნება, მაგრამ სწავლის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ მზარეულობა უფრო მიზიდავდა და სულ კოლეჯის ,,ბლექსი“ სამზარეულოსკენ გამირბოდა თვალი, მეც მინდოდა კერძები მომემზადებინა და დაგემოვნებაშიც მიმეღო მონაწილეობა. 2017 წელს დავამთავრე მზარეულის სპეციალობა, კოლეჯიდან საწარმოო პრაქტიკაზე გამაგზავნეს სასტუმროში ,,რადისონ ბლუ ბათუმი“, საწარმოო პრაქტიკის დასრულების შემდეგ, დამსაქმებელმა გამიფორმა შრომითი ხელშეკრულება. მინდა გადავუხადო მადლობა კოლეჯს, პედაგოგებს, განსაკუთრებით ჩემს კურატორს მაია მასწავლებელს, რომლის პროფესიონალიზმა და პიროვნულმა ხასიათმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი არჩევანის სისწორეში. დღეს დასაქმებული ვარ სასტუმროში ,,რადისონ ბლუ ბათუმი“, ვემსახურები ჩემს საყვარელ საქმიანობას და ვთვლი, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე“.

წარმატებული სტუდენტები:

ნინო აბაშიძე

👛🧵ნინო აბაშიძე „სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის“ პროგრამის კურსდამთავრებულია. მან, 34 წლის ასაკში, მეუღლის რჩევით გადაწყვიტა შეეცვალა პროფესია და ჩაებარებინა კოლეჯში. მისი მეულღე ალექსი ჩარიევი, ასევე...

სალომე ჩხაიძე

სალომე 27 წლისაა და ქ. ბათუმის მაცხოვრებელია. მან 2014 წელს დაამთავრა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის სპეციალობა. სალომე დღეს ინდივიდუალური მეწარმეა. გახსნა სამკერვალო...

ბოლო სიახლეები

ვაკანსია

კოლეჯი ,,ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას თურქული ენის მასწავლებელის პოზიციაზე. თქვენი CV გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@blacksea.edu.ge ან დაგვიკავშირდით. ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ N92ა, Batumi, Georgia +995 422 24 77...

საზღვაო საწვრთნელო და სერტიფიცირების ცენტრის შეხვედრა

კოლეჯ „ბლექსიში“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა  ,,მერიდიანის“ წარმომადგენელმა. ,,მერიდიანი" პროფესიულ სტუდენტებს სთავაზობს წვრთნასა და გადამზადებას, შესაბამისი უნარებისა და კვალიფიკაციის მისაღებად, რაც დაეხმარება დამწყებ თუ გამოცდილ პროფესიონალებს...

WORDLSKILLS-ის მონაწილე კოლეჯი ,,ბლექსი”

ქართული დელეგაცია 64 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად საფრანგეთში, ქალაქ ლიონში მონაწილეობას იღებდა მსოფლიო უნარების კონკურსში worldskills.  1500 კონკურსანტ შორის იყო კოლეჯ ,,ბლექსის’’ პროფესიული სტუდენტი თამთა...