სალიხ დავითაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულ სალიხ დავითაძეს

სალიხი კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „შედუღება“ შუახევის მისამართზე 7 თვის განმავლობაში სწავლობდა. ახლა გემზე შემდუღებლად მუშაობს. ინტერვიუც მისი გემზე მუშაობისა პერიოდში არის ჩაწერილი.

კურსდამთავრებული ქედაში სოფელ კვაშტაში ცხოვრობდა, როდესაც შედუღების პროგრამაზე სწავლა დაიწყო. „ჩემი სახლიდან ცენტრალურ გზამდე, სადაც ავტობუსები შუახევისკენ მოძრაობენ 6 კმ-ს ყოველ დღეს ფეხით გავდიოდი,  ველოდებოდი დავით მასწავლებელს, რომელიც ქალაქიდან დადიოდა ხოლმე და მას დავყავდი კოლეჯში, კოლეჯში წასვლა მიხაროდა და დიდ სიამოვნებას მანიჭებდა,  იმიტომ რომ იქ იყო ძალიან კარგი გარემო, პროფესიონალი მასწავლებლები და რაც მთავარია  ყოველ დღეს ახალ -ახალ რაღაცეებს ვსწავლობდი“, გვიყვება სალიხ დავითაძე

ამბობს,  „არ ველოდი თუ კოლეჯში ასეთი გარემო დამხვდებოდა. დაწყებული პროფესიონალი მასწავლებლებიდან დამთავრებული თანამედროვე საშემდუღებლო მანქანა-დანადგარებით, მეტი რაღა გინდა სწავლაზე მოწადინებულ კაცს“

გემზე დასაქმება   ანაზღაურების გამო გადაწყვიტა. „ რომ არა კოლეჯში მიღებული ცოდნა ამჟამინდელ პოზიციაზე დასაქმება გაუჭირდებოდა.  სწავლა მნიშვნელოვანია. ყველას ვურჩევ,  აირჩიოს პროფესიული სასწავლებელი იმისათვის რომ პროფესია შეიძინოს“ – ამბობს კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებული სალიხ დავითაძე.

წარმატებული სტუდენტები:

თორნიკე მარშანიშვილი

თორნიკე მარშანიშვილი – 20 წლის ქ. ლანჩხუთის მაცხოვრებელია. 2017 წელს დაამთავრა კოლეჯის ,,ბლექსი“ ბართენდერის მოდულური პროგრამა, სწავლების პერიოდში დაიწყო მუშაობა კაფე-ბარში ,,პრივეტ იზ ბატუმა“...

ჯემალ გურგენიძე-კურსდამთავრებული

გაგაცნობთ კოელეჯ ,,ბლექსის” კურსდამთავრებულს ჯემალ გურგენიძეს  ჯემალმა კოლეჯ ,,ბლექსის”  შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ტექნოლოგიების” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 2 წლის წინ  დაასრულა.  სწავლის პარალელურად დასაქმებული...

ბოლო სიახლეები

ვენახის გაშენება და მოვლა-რეგისტრაცია დაიწყო

7 თვეში, სახელმწიფოს დაფინანსებით, ისწავლე ვენახის გაშენება და მოვლა. კოლეჯი „ბლექსი“ პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ვენახის გაშენება და მოვლა“ რეგისტრაციას იწყებს. პროგრამაზე სწავლის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა...

კოლეჯ “ბლექსის” და ბიზნეს ასოციაციის ერთობლივი პროგარამა

კოლეჯი „ბლექსი“ ნ ერთად ჰიდროელექტროსადგურის ოპერატორის მოსამზადებელი სასწავლო პროგრამის შემუშავებას და დანერგვას იწყებს. ენერგეტიკის სექტორში კადრების მომზადების შესახებ  პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა. პროექტს...

სასწავლო ვიზიტი ესტონეთში

დასრულდა ესტონეთში კოლეჯ ,,ბლექსის’’ პროფესიული განათლების მასწავლებელთა სასწავლო ვიზიტი. პროფესიული განათლების მასწავლებლები - ვლადა ხიმენკო და ირაკლი აბულაძე ესტონეთში, ქ. ვალგას პროფესიული განათლების ცეტრში Ugostiteljsko-turistička...