პალინა ჯაღათაშვილი

პალინა ჯაღათაშვილი – 29 წლის, ცხოვრობს ქ. ბათუმში, აქვს სმენისა და მეტყველების შეზღუდვა. 2016 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ მზარეულის სპეციალობა. საწარმოო პრაქტიკაზე გაგზავნილ იქნა სასტუმროში ,,ჰილტონ ბათუმი“ და დასაქმდა იქ მზარეულის სპეციალობით. პალინამ სტუდენტობის პერიოდში აქტიურად დაიწყო ჟესტური ენის პოპულარიზაცია, შექმნა ჯგუფები, ჩართო სტუდენტები, კურსდამთავრებულები, შეასწავლა მზარეულის სპეციალობის პროფესიულ სტუდენტებს და მოხალისეებს საბაზისო საკომუნიკაციო ჟესტები. მონაწილეობას ღებულობდა როგორც კოლეჯის მიერ დაგეგმილ, ასევე, სხვა ღონისძიებებში: სახალისო ფლეშმობის მომზადება, ჟესტური ენა ,,ბლექსის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ორგანიზაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” დაფინანსებითა და მხარდაჭერით – ჟესტური ენის შემსწავლელი კურსი და ა.შ. პალინამ თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, ნამდვილ მაგალითს გვაძლევს და გვარწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია. ,,მიუხედავად იმისა, რომ მე სმენადაქვეითებული ვარ და ვსაუბრობ ჟესტურ ენაზე, კოლეჯმა ,,ბლექსი“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე თავი მეგრძნო კომფორტულად და სრულფასოვან ადამიანად, მხარს უჭერდა ყველა ჩემს წამოწყებას და რაც მთავარია, მომცა შესაძლებლობა საზოგადოებაში თავის დამკვიდრების. უღრმესი მადლობა ყველას ჩემი მხარდაჭერისთვის.“

წარმატებული სტუდენტები:

ენვერ მეგრელიშვილი

ენვერ მეგრელიშვილი – 21 წლის სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ ელექტრიკოსის სპეციალობის კურსდამთავრებულია. ენვერმა სსიპ პროფესიულ კოლეჯს ,,ბლექსი” და კომპანიას „ენერგო – პრო ჯორჯია” შორის გაფორმებული...

სალიხ დავითაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულ სალიხ დავითაძეს სალიხი კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „შედუღება“ შუახევის მისამართზე 7 თვის განმავლობაში სწავლობდა. ახლა გემზე შემდუღებლად მუშაობს. ინტერვიუც მისი გემზე...

ბოლო სიახლეები

,,ელექტრული მონტაჟი შენობებსა და მცირე საწარმოებში” რეგისტრირებული აპლიკანტების საყურადღებოდ

პროფესიული მომზადების პროგრამაზე ,,ელექტრული მონტაჟი შენობებსა და მცირე საწარმოებში" რეგისტრირებული აპლიკანტების საყურადღებოდ! მოტივაციური გასაუბრება გაიმართება 23 ოქტომბერს გელოდებით მ.ლერმონტოვის 92 ა. დამუხტე და გაანათე მომავალი  

სწავლა იწყება 16 სექტემბერს

პირველკურსელთათვის სწავლა იწყება 16 სექტემბერს დაიწყება. გაეცანით სასწავლო განრიგს: ბათუმის მისამართი: პირველი ცვლა კონდიტერია ელექტროობა სამკერვალო წარმოება კომპიუტერული ქსელი და სისტემები (ინტეგრირებული) სასტუმრო მომსახურება (ინტეგრირებული) მეორე ცვლა: კულინარიის ხელოვნება (მოდულური) შუახევის მისამართი: პირველი ცვლა:ელექტროობა და...

ვაკანსია!

სსიპ კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 22 ნოემბერი მისამართი: შუახევი, ჭავჭავაძის ქ. N8 თანამდებობრივი სარგო: 970 ლარი ადგილების რაოდენობა: 1 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ფუნქცია მოვალეობები: **...