ნინო აბაშიძე

👛🧵ნინო აბაშიძე „სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის“ პროგრამის კურსდამთავრებულია. მან, 34 წლის ასაკში, მეუღლის რჩევით გადაწყვიტა შეეცვალა პროფესია და ჩაებარებინა კოლეჯში. მისი მეულღე ალექსი ჩარიევი, ასევე კოლეჯის წარმატებული კურსდამთავრებულია. 2014 წელს ნინომ შექმნა ბრენდი „ნინია აბაშიძის ხელნაკეთი აქსესუარები“ და საკმაო წარმატებას მიაღწია საკუთარ ბიზნესში. 🇺🇸🇮🇹🇬🇷🇹🇷„ჩემი პროფესიული საქმიანობის ყველაზე დიდი წარმატებაა ის, რომ მოვახერხე პროდუქციის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანაც. ნაწარმი იყიდება ამერიკაში, საბერძნეთში, იტალიაში, თურქეთში სადაც უკვე მყავს მომხმარებლები, რომლებთანაც ვთანამშრომლობ და რომლებიც ჩემს მიერ შექმნილი აქსესუარების რეალიზებას ახდენენ თავიანთ ქვეყნებში“. 👪 ბლექსის ოჯახის წევრობა მხოლოდ ნინოს და მისი მეუღლის ბლექსელობით არ შემოიფარგლება, გასული წლის შემოდგომაზე ინტეგრირებულ მოდულურ პროგრამაზე „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ კოლეჯში ჩაირიცხა მათი შვილი – ერეკლე ჩარიევი. 📚👨‍💻„საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით კოლეჯში ჩაბარება ვურჩიეთ ჩვენს შვილს. ვიცით, რომ კოლეჯში საფუძვილიან განათლებას მიიღებს, კმაყოფილი იქნება გარემოთი და რაც მთავარია დასაქმდება უმოკლეს ვადაში. გარდა ამისა ინტეგრირებულ პროგრამაზე სწავლა მას მისცემს საშუალებას პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღოს სრული ზოგადი განათლება“. 👩‍🏫👨‍🏫 „კოლეჯმა მომცა სრულფასოვანი განათლება და სწორი მიმართულება. შედეგად მომხმარებელს ვთავაზობ დახვეწილ, სრულყოფილ, ხარისხიან პროდუქციას, სწორედ ამიტომ მადლობა მინდა გადავუხადო ყველა პროფესიული განათლების მასწავლებელს. თითოეული მათგანის დაუღალავი შრომის შედეგია, რომ კოლეჯს ჰყავს ამდენი წარმატებული კურსდამთავრებული“.

წარმატებული სტუდენტები:

სალიხ დავითაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულ სალიხ დავითაძეს. სალიხი კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „შედუღება“ შუახევის მისამართზე 7 თვის განმავლობაში სწავლობდა. ახლა გემზე შემდუღებლად მუშაობს. კურსდამთავრებული ქედაში სოფელ...

თორნიკე მარშანიშვილი

თორნიკე მარშანიშვილი – 20 წლის ქ. ლანჩხუთის მაცხოვრებელია. 2017 წელს დაამთავრა კოლეჯის ,,ბლექსი“ ბართენდერის მოდულური პროგრამა, სწავლების პერიოდში დაიწყო მუშაობა კაფე-ბარში ,,პრივეტ იზ ბატუმა“...

ბოლო სიახლეები

Sneak Peak: Best Smart Home Gadgets & Tech to Install Today

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...

დასაქმების ფორუმი

,,ბლექსელების" საყურადღებოდ! 2 აპრილს, 13:00 საათზე სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმში (ე. ნინოშვილის ქ. N-1) გაიმართება დასაქმების ფორუმი. ჯამში ვაკანტური ადგილი 80- მდე პოზიცია სხვადასხვა ობიექტში: სასტუმრო „რადისონ...

რეგისტრაცია დაიწყო -კერძების მომზადების ტექნოლოგია

14 კვირაში ისწავლე კერძების მომზადების ტექნოლოგია.  რეგისტრაცია სრულდება 12 დეკემბერს. სწავლის დაწყება: 23 დეკემბერი. დაშვების წინაპირობა: ასაკი 18 წლიდან, განათლება საბაზო. პროფესიული მომზადების პროგრამის...