სალიხ დავითაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულ სალიხ დავითაძეს

სალიხი კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „შედუღება“ შუახევის მისამართზე 7 თვის განმავლობაში სწავლობდა. ახლა გემზე შემდუღებლად მუშაობს. ინტერვიუც მისი გემზე მუშაობისა პერიოდში არის ჩაწერილი.

კურსდამთავრებული ქედაში სოფელ კვაშტაში ცხოვრობდა, როდესაც შედუღების პროგრამაზე სწავლა დაიწყო. „ჩემი სახლიდან ცენტრალურ გზამდე, სადაც ავტობუსები შუახევისკენ მოძრაობენ 6 კმ-ს ყოველ დღეს ფეხით გავდიოდი,  ველოდებოდი დავით მასწავლებელს, რომელიც ქალაქიდან დადიოდა ხოლმე და მას დავყავდი კოლეჯში, კოლეჯში წასვლა მიხაროდა და დიდ სიამოვნებას მანიჭებდა,  იმიტომ რომ იქ იყო ძალიან კარგი გარემო, პროფესიონალი მასწავლებლები და რაც მთავარია  ყოველ დღეს ახალ -ახალ რაღაცეებს ვსწავლობდი“, გვიყვება სალიხ დავითაძე

ამბობს,  „არ ველოდი თუ კოლეჯში ასეთი გარემო დამხვდებოდა. დაწყებული პროფესიონალი მასწავლებლებიდან დამთავრებული თანამედროვე საშემდუღებლო მანქანა-დანადგარებით, მეტი რაღა გინდა სწავლაზე მოწადინებულ კაცს“

გემზე დასაქმება   ანაზღაურების გამო გადაწყვიტა. „ რომ არა კოლეჯში მიღებული ცოდნა ამჟამინდელ პოზიციაზე დასაქმება გაუჭირდებოდა.  სწავლა მნიშვნელოვანია. ყველას ვურჩევ,  აირჩიოს პროფესიული სასწავლებელი იმისათვის რომ პროფესია შეიძინოს“ – ამბობს კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებული სალიხ დავითაძე.

წარმატებული სტუდენტები:

ედნარ მიქელაძე

2017 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ სასტუმრო საქმისმწარმოებლის სპეციალობა. ედნარი სმენადაქვეითებულია. კოლეჯში მისი მეუღლის დახმარებით მოხვდა. საწარმოო პრაქტიკაზე სასტუმრო ,,ჰილტონში“ განაწილდა. ,,ძალიან კმაყოფილი ვარ...

ნიკა აბულაძე

კოლეჯ „ბლექსის“ პროფესიული სტუდენტი ნიკა აბულაძე „ენერგო პრო ჯორჯიას“ სტიპენდიანტი გახდა.ნიკა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე „ელექტროობა“ წელს ჩაირიცხა აკადემიური მოსწრება, სწავლის მოტივაცია  და შემდეგ დასაქმების...

ბოლო სიახლეები

გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შესახებ

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველაპლიკანტებს გაცნობებთ:  მოტივაციური გასაუბრების და პროფესიული ტესტირების საბოლოო შედეგები 16 - 17 ოქტომბრიდან გამოცხადდება. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების...

კონკურსი აგროსტიპენდიის გაცემის მიზნით

აგროსტიპენდიის მიღების მიზნით, კოლეჯი ,,ბლექსი" აცხადებს კონკურსს მეფუტკრეობის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. კონკურსში მონაწილე პროფესიული სტუდენტის შეფასების კრიტერიუმებია: ა) პროექტის შემუშავება/წარდგენა ბ) პროფესიული სტუდენტის სასწავლო აქტივობა. პროფესიული სტუდენტის სასწავლო...

ბარმენთა საერთაშორისო დღე -მასტერკლასი კოლეჯ “ბლექსიში”

ბარმენთა საერთაშორისო დღე  მასტერკლასით აღინიშნა კოლეჯ „ბლექსიში“.  კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელმა ცეზარ დიასამიძემ პროფესიული სტუდენტებისთვის  200 წლიანი ისტორიის მქონე კოქტეილი „ვისკი საუერი“ მოამზადა. შეხვედრისას...