პალინა ჯაღათაშვილი

პალინა ჯაღათაშვილი – 29 წლის, ცხოვრობს ქ. ბათუმში, აქვს სმენისა და მეტყველების შეზღუდვა. 2016 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ მზარეულის სპეციალობა. საწარმოო პრაქტიკაზე გაგზავნილ იქნა სასტუმროში ,,ჰილტონ ბათუმი“ და დასაქმდა იქ მზარეულის სპეციალობით. პალინამ სტუდენტობის პერიოდში აქტიურად დაიწყო ჟესტური ენის პოპულარიზაცია, შექმნა ჯგუფები, ჩართო სტუდენტები, კურსდამთავრებულები, შეასწავლა მზარეულის სპეციალობის პროფესიულ სტუდენტებს და მოხალისეებს საბაზისო საკომუნიკაციო ჟესტები. მონაწილეობას ღებულობდა როგორც კოლეჯის მიერ დაგეგმილ, ასევე, სხვა ღონისძიებებში: სახალისო ფლეშმობის მომზადება, ჟესტური ენა ,,ბლექსის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ორგანიზაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” დაფინანსებითა და მხარდაჭერით – ჟესტური ენის შემსწავლელი კურსი და ა.შ. პალინამ თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, ნამდვილ მაგალითს გვაძლევს და გვარწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია. ,,მიუხედავად იმისა, რომ მე სმენადაქვეითებული ვარ და ვსაუბრობ ჟესტურ ენაზე, კოლეჯმა ,,ბლექსი“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე თავი მეგრძნო კომფორტულად და სრულფასოვან ადამიანად, მხარს უჭერდა ყველა ჩემს წამოწყებას და რაც მთავარია, მომცა შესაძლებლობა საზოგადოებაში თავის დამკვიდრების. უღრმესი მადლობა ყველას ჩემი მხარდაჭერისთვის.“

წარმატებული სტუდენტები:

თორნიკე მარშანიშვილი

თორნიკე მარშანიშვილი – 20 წლის ქ. ლანჩხუთის მაცხოვრებელია. 2017 წელს დაამთავრა კოლეჯის ,,ბლექსი“ ბართენდერის მოდულური პროგრამა, სწავლების პერიოდში დაიწყო მუშაობა კაფე-ბარში ,,პრივეტ იზ ბატუმა“...

ნაი კაკაბაძე

კოლეჯის „ბლექსი“ კურსდამთავრებული – ნაი კაკაბაძე ახალგაზრდა ბათუმელი მეწარმეა, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ხელსაქმით იყო გატაცებული. ნაი ფრანგული ენა და ლიტერატურის სპეციალისტია. თუმცა, მას არასდროს...

ბოლო სიახლეები

Intruder in Your Home? The Alarm Will Release the Drones

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...

Virtual Reality Video Camera Will be Launched in Barcelona

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...

AI -ის გამოყნება სასწავლო პროცესში

კოლეჯი ,,ბლექსის" თანამშრომლები ინტესიურად იყენებენ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს. იმისთვის, რომ AI -ს გამოყენება სისტემური იყოს კოლეჯის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ჩატარდა სემინარი. შეხვედრისას საუბარი შეეხო ხელოვნური ინტელექტის...