თორნიკე მარშანიშვილი

თორნიკე მარშანიშვილი – 20 წლის ქ. ლანჩხუთის მაცხოვრებელია. 2017 წელს დაამთავრა კოლეჯის ,,ბლექსი“ ბართენდერის მოდულური პროგრამა, სწავლების პერიოდში დაიწყო მუშაობა კაფე-ბარში ,,პრივეტ იზ ბატუმა“ და დღეს მათი თანამშრომელია. იგი სწავლების პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონკურსებში. იყო სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრი, გამოირჩეოდა უდიდესი შრომისმოყვარეობით, თავაზიანობითა და პასუხისმგებლობით. თორნიკე ,,ბართენდერის“ მოდულურ პროგრამაზე სწავლების პერიოდში პრაქტიკულ უნარებთან ერთად ზოგად კომპეტენციებსაც დაეუფლა. საკუთარი ინიციატივით გაიარა გასაუბრება კაფე – ბარის მენეჯერთან და შეძლო მისი დარწმუნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი იყო, შეძენილი ჰქონდა ისეთი პრატიკული უნარები, რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევდა. ,,მიხარია, რომ არჩევანი სსიპ კოლეჯზე ,,ბლექსი“ გავაკეთე. ჩემი მეგობრებისგან ვიცოდი, რომ კოლეჯში საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების პედაგოგები და კარგი ატმოსფერო იყო, კოლეჯის შეთავაზებული პირობებით და სწავლების ხარსიხით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. კოლეჯმა ბევრი რამ მასწავლა, კარგი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება წამოვიღე მათგან, დღეს დასაქმებულიც ვარ, ჩემს საყვარელ საქმიანობას ვემსახურები და ვდილობ დავიცვა ბართენდერი წესები: ბარში მოსული სტუმარი – შენი სტუმარია, იმიტომ, რომ შენ თითოეულის მეგობარი ხარ, შენზეა დამოკიდებული მათი გუნება – განწყობილება, შენ ქმნი ბარში მეგობრულ და თბილ ატმოსფეროს, შენ ზრუნავ მოსულ სტუმარზე, რომ მოგვიანებით დაბრუნდეს სახლში ოდნავ უფრო ბედნიერი, სანამ შენთან მოვიდოდა. შენ ზრუნავ ბარის რენტაბელურობაზე – ეს ხომ შენი შემოსავალიცაა. შენ თუ მუშაობისას სიამოვნებას ღებულობ, დრო ისე გაირბენს, რომ ვერც კი მიხვდები, რომ სამუშაო საათები ამოიწურა და ბარის დაკეტვის დროც დადგა.“

წარმატებული სტუდენტები:

პალინა ჯაღათაშვილი

პალინა ჯაღათაშვილი – 29 წლის, ცხოვრობს ქ. ბათუმში, აქვს სმენისა და მეტყველების შეზღუდვა. 2016 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ მზარეულის სპეციალობა. საწარმოო პრაქტიკაზე გაგზავნილ...

ანდრეი კუჭუხიძე

ვაგრძელებთ რუბრიკას👨‍🎓👨‍🏫 „კოლეჯის სტუდენტობიდან კოლეჯის პედაგოგობამდე“ და წარმოგიდგენთ სსიპ კოლეჯის „ბლექსი“ კულინარიის ხელოვნების მოდულური პროგრამის მასწავლებელს, დუალური პროგრამის ინსტრუქტორსა და სასტუმროს „რედისონ ბლუ ბათუმი“ სუ-შეფს👨‍🍳 ანდრეი...

ბოლო სიახლეები

You and Your Kids can Enjoy this News Gaming Console

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...

,,ღვინის მარნის მასპინძელი’’-რეგისტრაცია დაიწყო

თუ გაქვს ღვინის მარანი ან გეგმავ, ან ამ სფეროში დასაქმება გსურს, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა გახდი ღვინის მარნის მასპინძელი. დარეგისტრირდი 13 მაისიდან 27...

საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე კოლეჯ ,,ბლექსში”

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი კოლეჯ ,,ბლექსში" იმყოფებოდნენ. სასწავლო ლაბორატორიები...