„ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება“ – რეგისტრაცია დაიწყო

ქედაში, კოლეჯ „ბლექსის“ მისამართზე პროფესიული მომზადების პროგრამა „ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება“  იწყება. რეგისტრაცია 20 სექტემბერს იწყება და 28 სექტემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია შეგიძლია გაიაროთ: https://vet.emis.ge/#/training-programs . სწავლას სახელმწიფო აფინანსებს.  პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს ან საქმიანობა განახორციელოს აღნიშნული მიმართულებით. მსმენელები შეისწავლიან ყურძნის ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრას, საღვინე ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა – დეზინფექციას, ყურძნის გადამუშავებას და ღვინის ჩამოყალიბებას, ღვინის დავარგებას, მოვლასა და ხარისხის კონტროლს, ღვინის სარეალიზაციოდ მომზადებას და ღვინის დეგუსტაციის ორგანიზებას. სწავლების თეორიული ნაწილი განხორციელდება კოლეჯში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი სწავლებისთვის გათვალისწინებული პარტნიორი ორგანიზაციების მარანში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ. სწავლების თეორიული ნაწილი შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად. სასწავლო პროცესი წარიმართება აგროკალენდარის მიხედვით, რომელიც მოდიფიცირდება აგროკლიმატური პირობებიდან გამომდინარე. პროგრამის ხანგრძლივობაა 18 კვირა, კვირეული საათობრივი დატვირთვა I-XIII კვირა 25 სთ; XIV- XVII- კვირა 15 სთ XVIII კვირა-11 საათი. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები. სწავლის  დაიწყებს თარიღი 9 ოქტომბერია, დასრულება 29 თებერვალი. მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 12.

 

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

,,მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი’’ რეგისტრაცია დაიწყო

აარის მთების დასალაშქრად რეგისტრაცია გადამზადების პროგრამაზე ,,მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი’’ რეგისტრაცია დაიწყო. გადამზადება 8 კვირაში. ხულო, ქედა, შუახევი და ქობულეთი - სასწავლო პროცესი მიმდინარეობს,...

,,კერძების მომზადების ტექნოლოგია” რეგისტრაცია დაიწყო

"ბლექსის" კულინარიულ სირცეში ახლა შენი ფუსფუსის დროა.პროფესიული მომზადების პროგრამაზე ,,კერძების მომზადების ტექნოლოგია" რეგისტრაცია დაიწყო. სულ რაღაც 14 კვირაში ისწავლი უფასოდ/სახელმწიფოს დაფინანსებით. სწავლა დაფინანსებულია პროფესიული უნარების...

რეგისტრაცია დაიწყო (ჰეს) ჰიდრო-მექანიკური ნაწილის ექსპლუატაციის ოპერატორის” მომზადების პროგრამაზე

ჰესებში სწავლისა და დასაქმების სწრაფი გზა- რეგისტრაცია დაიწყო.  ,,ჰიდროელექტროსადგურის (ჰეს) ჰიდრო-მექანიკური ნაწილის ექსპლუატაციის ოპერატორის" მომზადების პროგრამაზე. რეგისტრაცია: 09 ივლისი-25 აგვისტო სწავლის პერიოდი: 8 სექტემბერი-8 აპრილი სწავლას აფინანსებს...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!