მოდის ტექნოლოგია და დიზაინი

ხანგრძლივობა:

19 თვე

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრი – მოდის ტექნოლოგ – დიზაინერი,, რომელიც მის მიერ შექმნილი ესკიზისა და კონსტრუქციული ნახაზის საფუძველზე დამოუკიდებლად გამოჭრის და შეკერავს სამკერვალო ნაწარმს.

დასაქმების შესაძლებლობები: მოდის ტექნოლოგ-დიზაინერი შეიძლება დასაქმდეს: მოდის დიზაინის კომპანიებში, დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოებში ან/და იყოს თვითდასაქმებული (ინდივიდუალური კერვა; ინდივიდუალური მეწარმეობა; კერძო/მცირე ბიზნესი).

კურსდამთავრებულს შეუძლია:

· უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო ადგილის ორგანიზება და გაეცნოს მოდელს;

· შექმნას ესკიზი;

· შეარჩიოს სამკერვალო ნაწარმის დამზადებისათვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მასალები; · ტექნოლოგიურად დაამუშაოს სამკერვალო ნაწარმის დეტალები;

· გამოიყენოს სამკერვალო ნაწარმის დამზადებისათვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო მანქანები და თბურ-დანამვითი დამუშავების მოწყობილობები;

· ააგოს სამკერვალო ნაწარმის კონსტრუქციული ნახაზი;

· გამოჭრას და შეკეროს სამკერვალო ნაწარმი;

· გადააკეთოს ტანსაცმელი და აღადგინოს დაზიანებული უბნები;

· უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება.

დასაქმების შესაძლებლობები:

საბაზო პროფესიული კვალიფიკაციით სამკერვალო წარმოებაში პირს შეუძლია დასაქმდეს დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოებში, მოდის სალონებში მკერავის და კონსტრუქტორის პოზიციაზე.

სხვა პროგრამები:

ბარის ორგანიზება და ფუნქციონირება

,,ბარის ორგანიზების და ფუნქციონირების” პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრული ზოგადი განათლების მქონე სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული...

,,მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი“

,,მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი“ პროფესიული გადამზადების პროგრამა ხანგრძლივობა 8 კვირა პროგრამის აღწერა: პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია მინიმუმ სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს გამყოლად საქმიანობის...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

მეფუტკრეობა

პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის მიმართულებით შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდა და მათთვის აღნიშნული კვალიფიკაციის მიმართულებით საჭირო ცოდნის მიცემა, შესაბამისი უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავება, რათა...

ხელით ელექტრო-რკალური შედუღება

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს ან საქმიანობა...

ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მეღვინის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას, ღვინის ტექნოლოგიური დამუშავებას შეძლებს სურსათის ხარისხისა და უვნებლობის რეგულაციების, შრომისა...