მშენებლობის წარმოება იატაკისა და ფილის სამუშაოები

ხანგრძლივობა:

მოდულური 15 – თვე / დუალური – 24 თვე

პროგრამის მიზანია მისცეს პირს შესაძლებლობა დაეუფლოს იატაკისა და ფილის სამუშაოებს. მისცეს აღნიშნული კვალიფიკაციის მიმართულებით საჭირო ცოდნა, გამოუმუშაოს შესაბამისი უნარები და კომპეტენციები, რათა შეძლოს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და იყოს მშენებლობის სფეროსათვის მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრი.

სწავლის შედეგები:

• მოამზადოს იატაკი და კედელი მოსაპირკეთებლად;
• დაახარისხოს ფილები სხვადასხვა ფორმებად;
• დაჭრას ფილები სხვადასხვა ფორმებად;
• მოამზადოს დუღაბი და წებო-ცემენტის ნაზავი ფილებისა და მოზაიკური ფილების დასაგებად;
• დააგოს მეტლახის, გრანიტის, ვინილის ტიპის, რბილი და სხვადასხვა ზედაპირის იატაკი;
• განახორციელოს ბეტონისა და პოლიმერული სამრეწველო იატაკის მოჭიმვა;
• დაამუშაოს გამშრალი დუღაბის და ქვიშა-ცემენტის ხსნარით დამზადებული იატაკი;
• მოაწყოს ფილისქვეშა ჰიდროიზოლაცია;
• მოაწყოს იატაკი ხის მასალისგან უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

დასაქმების შესაძლებლობები:

იატაკისა და ფილის სამუშაოებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შეიძლება დასაქმდეს სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია ან/და დახურულ სივრცესა და სიმაღლეზე. ის შეიძლება იყოს თვით დასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმოდაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობის მშენებლობასა ან მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. მას სამუშაოების შესრულება მოუწევს სხვადასხვა კლიმატის პირობებში. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს:
• სხვადასხვა სახის იატაკის მომწყობი;
• მომპირკეთებელი;
• ფილის დამგები;
• სამუშაო რგოლის უფროსი;
• ბრიგადის უფროსი.

სხვა პროგრამები:

იხილეთ ქედისა და შუახევის პროგრამები

“ღვინის ტექნიოლოგიის დამუშავება- გადაცემა “დილის თალღა”

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში     დილის ტალღა / Dilis Talga კოლეჯ "ბლექსის" წარმომადგენლებმა  მომზადების პროგრამის  "ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება“ ისაუბრეს.  გადაცემის სტუმრები იყვენენ:  მირანდა გორგილაძე...

IOM-ის წარმომადგენლების სტუმრობა კოლეჯ “ბლექსიში”

კოლეჯმა  „ბლექსიმ “ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს  უმასპინძლა. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კოლეჯის დირექტორთან შეხვედრისას ერთობლივ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე  ისაუბრეს. წლებია კოლეჯი „ბლექსის“და  IOM-ის პარტნიორული...

აპლიკანტების საყურადღებოდ!

პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამაზე: „ინფორმაციის ტექნოლოგია“ მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 21-22-25 სექტემბერს.  გამოცდის შესახებ ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ: თქვენს მიერ რეგისტრირებულ გვერდზე. დროსა და თარიღის შესახებ ინფორმაციას...