პროგრამის მიზანია უზრუნველყოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის – ელექტრიკოსის მომზადება.
ელექტროტექნიკა და ენერგია – შეისწავლის სამრეწველო და კომერციულ საწარმოებში, ასევე საყოფაცხოვრებო პირობებში ელექტრო გაყვანილობისა და ელექტრომოწყობილობების მონტაჟს, ექსპლუატაციას, შეკეთებასა და ხარვეზების დიაგნოსტიკას. მოიცავს მიწისქვეშა და მიწისზედა ელექტროგაყვანილობის სადისტრიბუციო ქსელების მონტაჟსა და ექსპლუატაციას. ენერგია შეისწავლის ენერგიის გენერირებას.
დასაქმების შესაძლებლობები:
ელექტროკოსი შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტროდანადგარების მომსახურედ: მემონტაჟე ელექტრიკოსად, შენობის ელექტრიკოსად, გამანაწილებელი ქსელის ელექტრიკოსად, ელექტრო-მექანიკოსად, ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების ელექტრიკოსად, ელექტროენერგიის გამომმუშავებელი სადგურების ელექტრიკოსად.
დაშვების წინაპირობა საბაზო ზოგადი განათლება
კურსდამთავრებულს შეუძლია:
უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვა
აღწეროს ელექტრული წრედების ელემენტები და საზომი ხელსაწყოები
უზრუნველყოს ელექტროობის სისტემის ნახაზის შესრულება CAD-ის გამოყენებით
აღწეროს ელექტრული მანქანები
აღწეროს ელექტრული ტექნოლოგია
უზრუნველყოს მუდმივი და ცვლადი დენების ანგარიში და წრედებში დანაკარგები
გამოიყენოს მათემატიკა ელექტროობაში
განახორციელოს ელექტროსამონტაჟო სამუშაოები
უზრუნველყოს პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა


