კოლეჯი ,,ბლექსი“ აცხადებს კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოში კანდიდატთა შერჩევის მიზნით რეგისტრაციას.
- საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 მაისი.
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 მაისი.
- დამსაქმებლის წარმომადგენლის რეგისტრაციის ბოლო ვადა 23 მაისი.
დაინტერესებულმა პირმა, საკუთარი წარმომადგენლის კანდიდატად რეგისტრაციისთვის, უნდა წარმოადგინოს სარეგისტრაციო განაცხადი (კანდიდატის სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და პოზიციის მითითებით). სარეგისტრაციო განაცხადს თან უნდა დაერთოს:
- კანდიდატის თანხმობა საბჭოს წევრობაზე;
- კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კანდიდატის СV რეზიუმე.
ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@blacksea.edu.ge