პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი დამტკიცებულია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებებს:

ბრძანება №162/ნ – პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ;

იხილეთ დოკუმენტი  https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6289793?publication=0

ბრძანება №159/ნ – პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ;

იხილეთ დოკუმენტი https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6289575?publication=0

ბრძანება №161/ნ – პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ.

იხილეთ დოკუმენტი  https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6289727?publication=0

№160/ნ ბრძანებას – ,,სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.

იხილეთ დოკუმენტი  https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6289672?publication=0

დოკუმენტით განისაზღვრა პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი. ასევე  დამტკიცდა პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი. ასევე დოკუმენტით განისაზღვრა სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობები.

დოკუმენტის მიხედვით, პროფესიული განათლების მასწავლებლებსაც მიენიჭებათ,   რანგი და წოდება.  გაივლიან პროფესიულ მოსამზადებელ პროგრამას, რომელიც დაეყრდნობა პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და უზრუნველყოფს მომზადებას პედაგოგიური მიმართულებით.

პროფესიული განათლების მასწავლებლებს ექნებათ პორტფოლიოს (პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის, უწყვეტი პროფესიული განვითარების, სწავლა-სწავლების პროცესში მისი პრაქტიკული საქმიანობის შეფასებისა და პროფესიული წარმატების ამსახველი დოკუმენტების ორგანიზებული ერთობლიობა) წარმოების ვალდებულებაც და მისი შეფასება პერიოდულად განხორციელდება.

სტანდარტი 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტებია:

სტანდარტი 1. ანალიზი და დაგეგმვა – დარგის განვითარების უახლესი ტენდენციების, განახლებული ცოდნისა და ტექნოლოგიების, მათ შორის სწავლა-სწავლების ახალი მეთოდოლოგიის და პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ინდივიდუალური საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, სასწავლო პროცესის დაგეგმვა, კოლეგებთან თანამშრომლობით, შესაბამისი მარეგულირებელი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით;

სტანდარტი 2. სასწავლო გარემოს მოწყობა – უსაფრთხო, პოზიტიური და პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა ინკლუზიური სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად და სწავლის შედეგების მისაღწევად;

სტანდარტი 3. სასწავლო პროცესის წარმართვა – პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვა სასწავლო გეგმის და სწავლის შედეგების შესაბამისად, თანამედროვე/მრავალფეროვანი მეთოდების, ტექნოლოგიებისა და სასწავლო რესურსების გამოყენებით;

სტანდარტი 4. პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მიღწევების შეფასება – პროგრამისა და სწავლის შედეგების შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტების შერჩევა, შექმნა/ადაპტირება და გამოყენება; პროფესიული სტუდენტის/მსმენელის შეფასების შედეგების ანალიზი, საჭიროებისამებრ უკუკავშირის მიწოდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;

 

სტანდარტი 5. ეთიკური და ეფექტიანი სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება – პროფესიულ სტუდენტთან/მსმენელთან, კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობითი, საქმიანი, ეთიკური და ეფექტიანი ურთიერთობის წარმართვა;

სტანდარტი 6. საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა – პროფესიის მიმართ წაყენებული მოთხოვნებისა და საკუთარი საქმიანობის ანალიზის საფუძველზე უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

 

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

აპლიკანტების საყურადღებოდ!

კოლეჯ ბლექსში რეგისტრირებული აპლიკანტების საყურადღებოდ! პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია სრულდება- 29 მაისს მოტივაციური გასაუბრება: 01.06.2026- 22.06.2026 აპლიკანტის მიერ შერჩეული პროგრამიდან არჩევანის გაკეთება: 26.06.2026 -...

ვაკანსია ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე

კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი- ქედა განცხადების მიღების პერიოდი - 20 მაისი-20 ივნისი დეტალურ ინფორმაციას გაეცანით: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=722738 ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს...

ვაკანსია პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე

კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის ,,ელექტროობა’’ - შემდეგი მოდულების განსახორციელებლად: 1. ელექტროსამონტაჟო სამუშაოები 2. ელექტრული წრედები 3. მათემატიკა ელექტრიკოსებისთვის 4. ელექტრული ტექნოლოგია 5. ელექტრული...
[tdn_block_newsletter_subscribe title_text="Want to stay up to date with the latest news? " description="V2UlMjB3b3VsZCUyMGxvdmUlMjB0byUyMGhlYXIlMjBmcm9tJTIweW91ISUyMFBsZWFzZSUyMGZpbGwlMjBpbiUyMHlvdXIlMjBkZXRhaWxzJTIwYW5kJTIwd2UlMjB3aWxsJTIwc3RheSUyMGluJTIwdG91Y2guJTIwSXQncyUyMHRoYXQlMjBzaW1wbGUh" input_placeholder="Email address" btn_text="Subscribe" tds_newsletter2-image="8" tds_newsletter2-image_bg_color="#c3ecff" tds_newsletter3-input_bar_display="row" tds_newsletter4-image="9" tds_newsletter4-image_bg_color="#fffbcf" tds_newsletter4-btn_bg_color="#f3b700" tds_newsletter4-check_accent="#f3b700" tds_newsletter5-tdicon="tdc-font-fa tdc-font-fa-envelope-o" tds_newsletter5-btn_bg_color="#000000" tds_newsletter5-btn_bg_color_hover="#4db2ec" tds_newsletter5-check_accent="#000000" tds_newsletter6-input_bar_display="row" tds_newsletter6-btn_bg_color="#da1414" tds_newsletter6-check_accent="#da1414" tds_newsletter7-image="10" tds_newsletter7-btn_bg_color="#1c69ad" tds_newsletter7-check_accent="#1c69ad" tds_newsletter7-f_title_font_size="20" tds_newsletter7-f_title_font_line_height="28px" tds_newsletter8-input_bar_display="row" tds_newsletter8-btn_bg_color="#00649e" tds_newsletter8-btn_bg_color_hover="#21709e" tds_newsletter8-check_accent="#00649e" embedded_form_code="JTNDIS0tJTIwQmVnaW4lMjBNYWlsQ2hpbXAlMjBTaWdudXAlMjBGb3JtJTIwLS0lM0UlMEElMEElM0Nmb3JtJTIwYWN0aW9uJTNEJTIyaHR0cHMlM0ElMkYlMkZ0YWdkaXYudXMxNi5saXN0LW1hbmFnZS5jb20lMkZzdWJzY3JpYmUlMkZwb3N0JTNGdSUzRDZlYmQzMWU5NGNjYzVhZGRkYmZhZGFhNTUlMjZhbXAlM0JpZCUzRGVkODQwMzZmNGMlMjIlMjBtZXRob2QlM0QlMjJwb3N0JTIyJTIwaWQlM0QlMjJtYy1lbWJlZGRlZC1zdWJzY3JpYmUtZm9ybSUyMiUyMG5hbWUlM0QlMjJtYy1lbWJlZGRlZC1zdWJzY3JpYmUtZm9ybSUyMiUyMGNsYXNzJTNEJTIydmFsaWRhdGUlMjIlMjB0YXJnZXQlM0QlMjJfYmxhbmslMjIlMjBub3ZhbGlkYXRlJTNFJTNDJTJGZm9ybSUzRSUwQSUwQSUzQyEtLUVuZCUyMG1jX2VtYmVkX3NpZ251cC0tJTNF" tds_newsletter="tds_newsletter1" tds_newsletter1-input_bar_display="" tds_newsletter1-input_border_size="0" tds_newsletter1-title_color="#172842" tds_newsletter1-description_color="#90a0af" tds_newsletter1-disclaimer_color="#90a0af" tds_newsletter1-disclaimer2_color="#90a0af" tds_newsletter1-input_text_color="#90a0af" tds_newsletter1-input_placeholder_color="#bcccd6" tds_newsletter1-input_bg_color="#ffffff" tds_newsletter1-input_border_color="rgba(255,255,255,0)" tds_newsletter1-input_border_color_active="rgba(255,255,255,0)" tds_newsletter1-f_title_font_family="394" tds_newsletter1-f_title_font_size="eyJhbGwiOiI0MiIsImxhbmRzY2FwZSI6IjM2IiwicG9ydHJhaXQiOiIzMCIsInBob25lIjoiMzAifQ==" tds_newsletter1-f_title_font_line_height="1.2" tds_newsletter1-f_title_font_spacing="-1" tds_newsletter1-f_descr_font_family="638" tds_newsletter1-f_descr_font_size="eyJhbGwiOiIxOCIsImxhbmRzY2FwZSI6IjE1IiwicG9ydHJhaXQiOiIxNCIsInBob25lIjoiMTQifQ==" tds_newsletter1-f_descr_font_line_height="1.6" tds_newsletter1-f_descr_font_weight="700" content_align_horizontal="content-horiz-center" tdc_css="eyJhbGwiOnsibWFyZ2luLXJpZ2h0IjoiYXV0byIsIm1hcmdpbi1ib3R0b20iOiIxMDAiLCJtYXJnaW4tbGVmdCI6ImF1dG8iLCJwYWRkaW5nLXRvcCI6IjkwIiwid2lkdGgiOiI0MCUiLCJkaXNwbGF5IjoiIn0sInBvcnRyYWl0Ijp7Im1hcmdpbi1ib3R0b20iOiI3MCIsInBhZGRpbmctdG9wIjoiNjAiLCJ3aWR0aCI6IjcwJSIsImRpc3BsYXkiOiIifSwicG9ydHJhaXRfbWF4X3dpZHRoIjoxMDE4LCJwb3J0cmFpdF9taW5fd2lkdGgiOjc2OCwicGhvbmUiOnsibWFyZ2luLWJvdHRvbSI6IjcwIiwicGFkZGluZy10b3AiOiI2MCIsIndpZHRoIjoiMTAwJSIsImRpc3BsYXkiOiIifSwicGhvbmVfbWF4X3dpZHRoIjo3NjcsImxhbmRzY2FwZSI6eyJtYXJnaW4tYm90dG9tIjoiOTAiLCJwYWRkaW5nLXRvcCI6IjgwIiwid2lkdGgiOiI2NSUiLCJkaXNwbGF5IjoiIn0sImxhbmRzY2FwZV9tYXhfd2lkdGgiOjExNDAsImxhbmRzY2FwZV9taW5fd2lkdGgiOjEwMTl9" tds_newsletter1-f_disclaimer_font_family="394" tds_newsletter1-f_disclaimer2_font_family="394" tds_newsletter1-f_input_font_family="394" tds_newsletter1-f_input_font_line_height="3" tds_newsletter1-f_input_font_size="eyJhbGwiOiIxNiIsInBvcnRyYWl0IjoiMTQiLCJwaG9uZSI6IjE0In0=" tds_newsletter1-f_btn_font_family="394" tds_newsletter1-f_btn_font_transform="uppercase" tds_newsletter1-f_btn_font_weight="700" tds_newsletter1-btn_bg_color="#e2687e" tds_newsletter1-btn_bg_color_hover="#172842" tds_newsletter1-f_input_font_weight="" tds_newsletter1-f_title_font_weight="800"]