ვაკანსია- ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი (ქედა და შუახევი)

სსიპ კოლეჯი “ბლექსი” აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის (ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მისამართებზე) პოზიციაზე.

მისამართი – დასაქმებული საქმიანობას წარმართავს ქედისა (ა. წერეთლის ქ. N4) და შუახევის (ი. ჭავჭავაძის ქ. N8) მუნიციპალიტეტების მისამართებზე.
განცხადების პერიოდი – 05.09.2025 – 05.10.2025
თანამდებობრივი სარგო – 1, 864 ლარი
ადგილების რაოდენობა – 1
სამუშაოს ტიპი – სრული განაკვეთი

ფუნქცია მოვალეობები:

** კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;
** ავტორიზაციის, პროგრამების დამატების/კვოტის გაზრდის/მისამართის ცვლილების პროცესებთან დაკავშირებით განაცხადების მომზადებასა და შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობის მიღება;
** პროგრამის განხორციელების ხარისხის შეფასების შედეგების გაანალიზების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის კონსულტირება სწავლებასა და შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** დამწყები პროფესიული განათლების მასწავლებლების სასწავლო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა: კონსულტირება სწავლებისა და შეფასების მეთოდების, კალენდარული გეგმის, შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით;
** ხარისხის მართვის მენეჯერის ხელმძღვანელობით ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებთან მიმართებაში.
** ვერიფიკაციის პროცესში მონაწილეობა, დადგენილი წესის კალენდარული გეგმის მოდულთან შესაბამისობის შემოწმება პროგრამის შეფასების პროცესში;
** პროფესიული სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭებამდე, დადგენილი წესის მიხედვით, პროფესიულ სტუდენტთა სტატუსთან და შეფასებასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციისა და რეესტრის ბაზის ანალიზის პროცესში ჩართულობა;
** შესაბამისად, პერსონალის საქმიანობის შეფასების და პროფესიული განვითარების საჭიროებათა კვლევაში მონაწილეობის მიღება;
** პროგრამის ხელმძღვანელთა კონსულტირება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით;
** ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმის შესაბამისად, მონაწილეობა დაწესებულების რესურსების რეგულარულ შეფასებასა და განვითარებაში;
** პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა კმაყოფილების, პროფესიული განათლების მასწავლებელთა თვითშეფასების კვლევა ხარისხის მართვის მენეჯერთან შეთანხმებული კვლევის ინსტრუმენტებით;

განათლება: აკადემიური უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება: სასურველია პროფესიულ საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

საფუძვლიანად უნდა იცნობდეს შემდეგ სამართლებრივ რეგულაციებს:

** საქართველოს კანონს “პროფესიული განათლების შესახებ” და აღნიშნული კანონით განსაზღვრულ სისტემასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად რეგულაციას;
** სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიას;
** კვლევების მეთოდოლოგიას.

დამატებითი ცოდნა:

** აუცილებელია კომპიუტერის საოფისე პროგრამების და რომელიმე უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა.
** დამატებითი ინფორმაცია – ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია “სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.
** საგამოცდო ვადა: ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნება პირი 6 თვის საგამოცდო ვადით.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** კოლეჯის მიერ ორგანიზებულ 20 საათიან ტრენინგზე დასწრება.
** შერჩევა

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე: info@blacksea.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კოლეჯი “ბლექსი” მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

ვაკანსია- ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი (ბათუმი)

სსიპ კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე. მისამართი - ბათუმი, მ. ლერმონტოვის ქ. N92ა განცხადების პერიოდი - 05.09.2025 - 05.10.2025 თანამდებობრივი სარგო - 1, 996 ლარი ადგილების რაოდენობა - 1 სამუშაოს ტიპი...

რეგისტრაცია დაიწყოჩააბარე ,,ბლექსში" 01-25 სექტემბრის ჩათვლით რეგისტრაციას გადიხართ პორტალზე https://vet.emis.ge/#/collegesPrograms სწავლას უფასოააფინანსებს სახელმწიფო. აირჩიე სასურველი პროფესია ბათუმის მისამართი კულინარიის ხელოვნება ( დუალური) დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება სწავლის ხანგრძლივობა (2 სასწავლო წელი სასტუმროს...

ვაკანსია

კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის: ინფორმაციის ტექნოლოგია; კომპიუტერული ქსელი და სისტემები) პოზიციაზე. დამატებით ინფორმაციას გაეცნობით https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=660759 ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა15 სექტემბერი. ვაკანსიით...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!