კოლეჯში ჩასარიცხ აპლიკანტების საყურადღებოდ!

ჩასარიცხმა აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 3 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მინიმუმ საბაზო (9 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ( ატესტატი; დიპლომი) ასლი , ცნობა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის შესახებ.
  • წვევამდელი მიღწეული აპლიკანტი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) ვალდებულია წარმოადგინოს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • შედუღების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტმა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის შესახებ ცნობა

მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:

  • საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი;
საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა)აპლიკანტმა, რომელმაც უცხოეთში/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღო განათლება, უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი მიღებული განათლების აღიარების შესახებ

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი/აპლიკანტის წარმომადგენელი, ასევე წარმოადგენს:
ა) ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა ცალკეულ კლასში/სემესტრში ან საფეხურის ბოლო კლასში, დამოწმებულს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სამუშაო ჯგუფის ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ხელმოწერებით;
ბ) სენსორული (სმენის და მხედველობის) დარღვევის შემთხვევაში:
ბ.ა) აუდიოგრამას (სმენის დარღვევისას);
ბ.ბ) ოფთალმოლოგის მიერ გაცემულ ცნობას (მხედველობის დარღვევისას);
გ) შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობას, ქცევითი და ემოციური აშლილობისას;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

შეხვედრები ბიზნეს სექტორთან

კოლეჯი ,,ბლექსი", გარემოსდაცვითი მიმართულებით პროფესიული მომზადების პროგრამებზე, მიმდინარე რეგისტრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას განაგრძობს. ამჯერად, ექსპო ბათუმი 2025 წლის ფარგლებში, კომპანიებს გავაცანით პროგრამები. ბათუმი სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა...

ღია კარის დღე კოლეჯ ,,ბლექსში”

გარემოსდაცვითი მიმართულებით პროფესიული მომზადების პროგრამებზე, მიმდინარე რეგისტრაციის შესახებ დაინტერესებულ საზოგადოების დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ.   შეხვედრას საჯარო, კერძო სექტორის წარმომადგენლები და პროფესიული პროგრამებით დაინტერსებული ადამიანები ესწრებოდნენ. რეგისტრაცია მიმდინარეობს...

5 ქვეყნის წარმომაგენელი კოლეჯში

კოლეჯ ,,ბლექსში“ Erasmus + პროექტის ფარგლებში, 5 ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა- იტალია, გერმანია, ბელგია, მოლდოვა, საბერძნეთი. შეხვედრებს ონლაინ ესწრებოდნენ უკრაინის წარმომადგენლები. პროექტი ითვალისწინებს პროფესიულ სტუდენტებს შორის სასწავლო...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!