აწყურის ბანაკი- ახალგაზრდული კლუბი

ბლექსელმა ,,ფენიქსელებმა“ ბევრი იშრომეს, ისწავლეს, იცელქეს და რამდენიმე დღიან ბანაკში წასვლა დაიმსახურეს.
აწყურში გატარებული საოცარი დღეების თავგადასავლებს გაგიზიარებთ ბანაკის პირველი დღის სამუშაო გეგმა: ტრენერების (ლიდერების) წარდგენა, მონაწილეების და საბანაკე ბაზის გაცნობა, ბანაკის წესებისა და განრიგის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მონაწილეთა მოლოდინების გარკვევა და ჩაღრმავებული გაცნობა, გუნდის შეკვრის სავარჯიშოების გამოყენება.
ბანაკის მიზანი იყო „ბლექსის“ ახალგაზრდული კლუბის „ფენიქსის“ წევრებისთვის გარემოსდაცვითი კომპეტენციების (ცოდა, უნარები, ფასეულობები) განვითარება.
ბანაკი განხორციელდა არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრის Sunny House მზიანი სახლი-ს ლიდერების ჩართულობით. მზიანი სახლის ბანაკები • Sunny House Camps l @Diana Maminaishvili Nodar Maminaishvili
საბანაკე პროგრამა გულისხმობდა სხვადასხვა ტიპის თემატურ აქტივობებს – გუნდის შეკვრის სავარჯიშოები, „არდატოვო კვალი“ პრინციპის შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება, ლაშქრობა სპორტული და შემეცნებითი თამაშები.
ახალგაზრდული კლუბის პროექტი დაფინანსებულია პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia მიერ

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

გარემოსდაცვითი მიმართულებით 3 ახალი მომზადების პროგრამა

სიახლე! მალე კოლეჯ ,,ბლექსში" შეგიძლია ისწავლო: საგანგებო სიტუაციების მართვა (გარემოს დაცვა) გარემოსდაცვითი მონიტორინგი ნარჩენების მართვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...

სამეთვალყურეო საბჭოში კანდიდატთა შერჩევის მიზნით რეგისტრაცია იწყება

კოლეჯი ,,ბლექსი“ აცხადებს კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოში კანდიდატთა შერჩევის მიზნით რეგისტრაციას. დამსაქმებლის წარმომადგენლის რეგისტრაციის ვადები : 4 ივლისიდან 2025 წლის 18 ივლისის ჩათვლით.დაინტერესებულმა პირმა, საკუთარი...

,,მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი’’ რეგისტრაცია დაიწყო

აარის მთების დასალაშქრად რეგისტრაცია გადამზადების პროგრამაზე ,,მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი’’ რეგისტრაცია დაიწყო. გადამზადება 8 კვირაში. ხულო, ქედა, შუახევი და ქობულეთი - სასწავლო პროცესი მიმდინარეობს,...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!