დათუნა მიქაუტაძე

გაიცანით კოლეჯ “ბლექსის” წარმატებული კურსდამთავრებული. დათუნა მიქაუტაძე – კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებული
დათუნა მიქაუტაძე- კოლეჯ „ბლექსის“ შუახევის მისამართზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე- „შედუღება“ სწავლობდა. ამჟამად საფრანგეთის ერთ-ერთ დიდ ქარხანაში METAL 44-შია დასაქმებული. მანამდე კოლეჯში სწავლის დასრულებისთანავე „სოკარ გაზ ჯორჯიაში“ დასაქმდა.
ამბობს, რომ სურდა პროფესიონალი შემდუღებელი გამხდარიყო და საზღვარგარეთ დასაქმებულიყო. ამ სურვილის ასრულებაში კი კოლეჯი „ბლექსი“ დაეხმარა.
„ ყოველთის მინდოდა რომ ჩემს საქმეში მაქსიმუმს მიმეღწია. მემუშავა დიდ ქარხნებში ან ნავთობ მომპოვებელ პლათფორმაზე შემდუღებლად. შეუძლებელია საზღვარგარეთ მოყვარულმა შემდუებელმა დასაქმდეს. სწორედ, კოლეჯში ნასწავლმა და მიღებულმა დიპლომმა განაპირობა ჩემი საზღვარგარეთ დასაქმება. რომ არა კოლეჯი „ბლექსი“ ალბათ ვერ ვიქნებოდი ისეთი პროფესიონალი როგორიც ახლა ვარ“
იხსნებს კოლეჯში სწავლის პერიოდს: „ბათუმში ვცხოვრობდი. თითქმის ყოველ დღიურად ბათუმიდან შუახევში დავდიოდი. ამ ყველაფერში დავით ( დავით მეგრელიძე ) პროფესიული განათლების მასწავლებელი მეხმარეობდა, რადგანაც ისიც ბათუმიდან შუახევში დადიოდა. დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის იქ ყოფნა. საფრანგეთიდან დაბრუნებული კოლეჯში მივედი, ვინახულე მასწავლებლები და შევხვდი ჩემს მომავალ კოლეგებს. კოლეჯ “ბლექსიში” მუდამ მეგობრული გარემოა აქ ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ და მეგობრული ხელი გამოგიწოდონ“- ამბობს დათუნა მიქაუტაძე.
პროფესიონალი შემდუღებელი ამბობს: „ის, რაც სასწავლებელში ისწავლება იმის სხვაგან ვერ ისწავლი. ამიტომაც მოვუწოდებ ყველას, ვისაც უნდა გახდეს პროფესიონალი თავის საქმეში მიმართოს პროფესიულ სასწავლებლებს“.
🙌სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარა – „მინდა კიდევ უფრო განვითარდე. მაქვს სამუშაო ვიზა და მსურს კანადაში მუშაობის დაწყება, რადგან ანაზღაურება მაღალია.

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

აწყურის ბანაკის თავგადასავალი

აწყურის ბანაკის თავგადასავალი გრძელდება... ამჯერად ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკის „ნიამორების ფერმაში“ ლაშქრობა მოაწყვეს, მოამზადეს მინი-ვიდეოები პრინციპის დაცვით „არ დატოვო კვალი“. ,,ფენიქსელებმა" მოაწყვეს „დიდი თამაში“,...

აწყურის ბანაკი- ახალგაზრდული კლუბი

ბლექსელმა ,,ფენიქსელებმა“ ბევრი იშრომეს, ისწავლეს, იცელქეს და რამდენიმე დღიან ბანაკში წასვლა დაიმსახურეს. აწყურში გატარებული საოცარი დღეების თავგადასავლებს გაგიზიარებთ ბანაკის პირველი დღის სამუშაო გეგმა: ტრენერების (ლიდერების)...

ქართული ტრადიციული სამოსი

მოკინძული ქართული ამბავი ,,ბლექსელი" თერძებისგან. თითოეული ნამუშევარი პროფესიული სტუდენტების ხელით არის შექმნილი

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!