ვაკანსია იურისტის პოზიციაზე

სსიპ კოლეჯი “ბლექსი” აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

მისამართი – ბათუმი, მ. ლერმონტოვის ქ. N92ა
განცხადების პერიოდი – 18.11.2024 – 30.11.2024
თანამდებობრივი სარგო – 1690 ლარი
ადგილების რაოდენობა – 1
სამუშაოს ტიპი – სრული განაკვეთი

ფუნქცია მოვალეობები:

** ორგანიზაციის პოლიტიკის, მიზნებისა და კანონმდებლობის შესაბამისად კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, კოლეჯის სამართლებრივი რეგულირების წესების პროექტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება და სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;
** კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და სამართლებრივი მიზანშეწონილობის შეფასება;
** დირექტორისთვის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებული დასკვნების და მოსაზრებების მომზადება და წარდგენა;
** მონაწილეობა ზემდგომი ორგანოებიდან მიღებული დოკუმენტების და კოლეჯში შემოსული იურიდიულ – სამართლებრივი ხასიათის განცხადება – საჩივრების შესწავლასა და განხილვაში. შესაბამისი დასკვნების და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** კოლეჯის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულების/მემორანდუმის პროექტის მომზადება ან/და შეთანხმება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
** შრომითი ხელშეკრულებების შაბლონების მომზადება და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მენეჯერისთვის მიწოდება;
** სასწავლო ხელშეკრულებების მომზადება კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან/მსმენელებთან ან წარმომადგენლებთან;
** დირექტორის მიერ გაცემული რწმუნების (მინდობილობის) საფუძველზე კოლეჯის ინტერესების დაცვა სასამართლოში და სხვა სტრუქტურებში. საჭირო ინფორმაციის დაუყოვნებლივ წარდგენა კოლეჯის ხელმძღვანელობისთვის;
** კოლეჯის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონმქვემდებარე აქტების თაობაზე;
** საჭიროებისამებრ, კოლეჯის თანამშრომლების და პროფესიული სტუდენტების, მსმენელების სამართლებრივი კონსულტირება;
** კოლეჯის თანამშრომელთა დანიშვნის, გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფასების შესახებ და სხვა. ** ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შაბლონების მომზადება;
** საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილი პირის კონსულტირება;
** საჭიროებისამებრ კოლეჯის დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულება;
** მოქმედი კანონმდებლობით, კოლეჯის წესდებით, შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხების სამართლებრივი უზრუნველყოფა.

განათლება: აკადემიური უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული)

მუშაობის გამოცდილება: სასურველია პროფესიით ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

საფუძვლიანად უნდა იცნობდეს შემდეგ სამართლებრივ რეგულაციებს:

** საქართველოს კანონს “პროფესიული განათლების შესახებ” და აღნიშნული კანონით განსაზღვრულ სისტემასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად რეგულაციას;
** საქართველოს ორგანულ კანონს – შრომის კოდექსი;
** საქართველოს ორგანული კანონი – ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

დამატებითი ცოდნა:

აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია – ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია “სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.

საგამოცდო ვადა: ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნება პირი 6 თვის საგამოცდო ვადით.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე: info@blacksea.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კოლეჯი “ბლექსი” მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

ვაკანსია

კოლეჯი ,,ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას თურქული ენის მასწავლებელის პოზიციაზე. თქვენი CV გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@blacksea.edu.ge ან დაგვიკავშირდით. ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ N92ა, Batumi, Georgia +995 422 24 77...

ტრენინგი ტრეფიკინგისა და ინფორმირებული მიგრაციის შესახებ

ტრეფიკინგისა და ინფორმირებული მიგრაციის შესახებ ტრენინგი ჩატარდა კოლეჯში ,,ბლექსი“. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ბათუმის ოფისის კოორდინატორმა დეტალურად ისაუბრა არსებულ რეალობაზე და გამოწვევებზე. ტრენინგს პროფესიული...

პროექტი შშმ პირთათვის

„შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროგრამას, აჭარის დასაქმების სააგენტოსთან ერთად კოლეჯი „ბლექსი“ ახორციელებდა ღონისძიება გამოფენით გაიხსნა. წარმოდგენილი იყო პროექტში...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!