ვაკანსია!

სსიპ კოლეჯი “ბლექსი” აცხადებს ვაკანსიას სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 22 ნოემბერი

მისამართი: შუახევი, ჭავჭავაძის ქ. N8
თანამდებობრივი სარგო: 970 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ფუნქცია მოვალეობები:

** სასწავლო ცხრილების შემუშავება;
** მოდულური პროგრამების სასწავლო ცხრილების ატვირთვა ელექტრონულ ჟურნალში, მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
** კოლეჯში დასაქმებული პირების, პროფესიული სტუდენტების, მსმენელებისა და კოლეჯის ტერიტორიაზე მყოფი პირების სასწავლო პროცესში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლი;
** მატერიალურ ჟურნალში/ელექტრონულ ჟურნალში პროფესიულ სტუდენტთა სწრებადობის აღრიცხვის კონტროლი, თვის ბოლო სასწავლო კვირაში და სამ სამუშაო დღეში eFlow – საშუალებით, ინფორმაციის წარმოდგენა იმ პროფესიულ სტუდენტთა შესახებ, რომელთაც გაცდენების გამო უნდა შეუწყდეთ სტატუსი;
** შეფასების უწყისის შედგენა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის მიწოდება;
** ჩართულობა საპროფორიენტაციო მუშაობაში;
** პროფესიული სტუდენტების/მსმენელების მეცადინეობებზე დასწრების კონტროლი;
** სასწავლო პროცესის წარმოებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება;
** შეფასების მტკიცებულებების და შეფასების უწყისების გადაბარება პროფესიული განათლების მასწავლებლისგან;
** პროფესიული სტუდენტების/მსმენელების მხარდაჭერის ღონისძიებებში ჩართულობა, მათი ინფორმირება/კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებში;
** სამკითხველო ოთახის ფუნქციონირების მხარდაჭერა;
** პროფესიული სტუდენტებისათვის ელექტრონული სასწავლო რესურსების წვდომასთან დაკავშირებით კონსულტაციების ჩატარება;
** პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების (მათ შორის, სპორტული, კულტურულ – შემოქმედებითი და სხვა) მხარდაჭერა;
** მოქალაქეების, პროფესიული სტუდენტების/მსმენელების განცხადებების კოლეჯის ოფიციალურ მისამართზე info@blacksea.edu.ge გადაგზავნა საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში – “eflow” რეგისტრირების მიზნით;
** პროფესიული სტუდენტებისა და მსმენელების ხელშეკრულებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
** მოქმედი კანონმდებლობით, კოლეჯის წესდებით შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.

მინიმალური განათლება: მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
მუშაობის გამოცდილება: სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** უნდა იცნობდეს საქართველოს კანონს “პროფესიული განათლების შესახებ”;
** პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება;
** სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიას;
** კოლეჯის წესდებას;
** კოლეჯის შინაგანაწესს.

დამატებითი ცოდნა:

აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია – ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია “სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.

საგამოცდო ვადა: ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნება პირი 6 თვის საგამოცდო ვადით.

კონკურსის ეტაპები:

1. განცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე: info@blacksea.edu.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კოლეჯი “ბლექსი” მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

ვენახის გაშენება და მოვლა-რეგისტრაცია დაიწყო

7 თვეში, სახელმწიფოს დაფინანსებით, ისწავლე ვენახის გაშენება და მოვლა. კოლეჯი „ბლექსი“ პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ვენახის გაშენება და მოვლა“ რეგისტრაციას იწყებს. პროგრამაზე სწავლის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა...

ვაკანსია

კოლეჯი ,,ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას თურქული ენის მასწავლებელის პოზიციაზე. თქვენი CV გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@blacksea.edu.ge ან დაგვიკავშირდით. ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ N92ა, Batumi, Georgia +995 422 24 77...

ტრენინგი ტრეფიკინგისა და ინფორმირებული მიგრაციის შესახებ

ტრეფიკინგისა და ინფორმირებული მიგრაციის შესახებ ტრენინგი ჩატარდა კოლეჯში ,,ბლექსი“. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ბათუმის ოფისის კოორდინატორმა დეტალურად ისაუბრა არსებულ რეალობაზე და გამოწვევებზე. ტრენინგს პროფესიული...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!